დავით ქაცარავამ, აკია ბარბაქაძემ და კახა გოგიძემ პარტია „ჩვენ“ დატოვეს

„გამომდინარე იქიდან, რომ მიმდინარე პოლიტიკური მოვლენები, წინასაარჩევნო მარათონის ფორმა და მასში ჩვენი პატარა გაერთიანების ჩართულობაზე სტრატეგიული ხედვები და რაც მთავარია, სასურველი მიზნისკენ სწრაფვის ფორმები, ვერ და არ დაემთხვა ერთმანეთს. ჩვენ სამმა პერსონალურად გადავწყვიტეთ დაგვეტოვებინა პოლიტიკური გაერთიანება „ჩვენ“ და გაგვეგრძელებინა ბრძოლა ავტორიტარული რეჟიმის წინააღმდეგ პარტიის გარეთ“, – აცხადებს დავით ქაცარავა.
„ჩვენის” დაფუძნების შესახებ დავით ქაცარავამ და მისმა თანამოაზრეებმა 23 აგვისტოს განაცხადეს.
„ჩვენ“ არის პოლიტიკური პარტია, რომელიც დაფუძნდა იმ ადამიანების მიერ, რომლებიც ყოველთვის იბრძვიან და იბრძოლებენ საქართველოსთვის“, – თქვა დავით ქაცარავამ 23 აგვისტოს.
მომავალი საპარლამენტო 2024 წლის 26 ოქტომბერს გაიმართება. პარლამენტში მოსახვედრად პარტიას 5%-იანი ბარიერის გადალახვა სჭირდება.
ფორუმი

ასევე დაგაინტერესებთ

ცხოველზე ძალადობისა და იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვისთვის ბრალდება წარედგინა პირს, რომელმაც, გამოძიების ინფორმაციით, თელავში ძაღლი პნევმატური იარაღით მოკლა – დანაშაული 6 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს

სალომე სამადაშვილი – ომი დასავლეთსა და რუსეთს შორის მიმდინარეობსო, პუტინს უთქვამს და აბა ხომ არ ტყუისო, ამოიქოქა „ქოც-რუსული“ პროპაგანდა, პუტინი 20 წელია რევანშის მოწყობას ცდილობს დასავლეთისთვის – რევანში საქართველოში არც ივანიშვილის ხელით გამოუვა