დავით ქართველიშვილი: სალომე ზურაბიშვილის აფრიკულ “დეჟა-ვიუს” მივყავართ 2010-2011 წლებში, კოტ-დ'ივუარში განვითარებულ მოვლენებამდე. რა გზას აირჩევს – სულ რაღაც 5 საკრალურ დღეში გახდება ცნობილი

დავით ქართველიშვილი: სალომე ზურაბიშვილის აფრიკულ “დეჟა-ვიუს” მივყავართ 2010-2011 წლებში, კოტ-დ'ივუარში განვითარებულ მოვლენებამდე. რა გზას აირჩევს – სულ რაღაც 5 საკრალურ დღეში გახდება ცნობილი
პარტია „ხალხის ძალის„ წევრი დავით ქართველიშვილი სოციალურ ქსელში ვრცელ სტატუსს აქვეყნებს და 2010-11 წლებში კოტ-დ'ივუარში განვითარებულ მოვლენებს იხსენებს.
„მსგავსება იმდენად თვალსაჩინოა, რომ ღირს გავიხსენოთ დეტალები.“- წერს ექსპერტი სოციალურ ქსელში და აფრიკულ სახელმწიფოში განვითარებულ მოვლენებს იხსენებს. ექსპერტის განმარტებით, სალომე ზურაბიშვილის გეგმები კოტ-დ'ივუარის ყოფილი პრეზიდენტის ლორან გბაგბოს ქმედებებს ჰგავს. ექსპერტი იხსენებს, რომ გბაგბომ წაგებული არჩევნების შემდეგ უარი განაცხადა პრეზიდენტის სასახლის დატოვებაზე და თავი ერთადერთ ლეგიტიმურ პრეზიდენტად გამოაცხადა, ჩამოაყალიბა საკუთარი მთავრობა და გააგრძელა ქვეყნის მართვა, რასაც შემდგომ სამოქალაქო დაპირისპირება და გბაგბოს დაკავება მოჰყვა.
დავით ქართველიშვილი აღნიშნავს, რომ 5 დღეში ცნობილი გახდება თუ რა გზას აირჩევს სალომე ზურაბიშვილი.
„გვიახლოვდება 29 დეკემბერი და სალომე ზურაბიშვილის აფრიკულ “დეჟა-ვიუს” მივყავართ 2010-2011 წლებში, კოტ-დ'ივუარში განვითარებულ მოვლენებამდე. ზუსტად ამ აფრიკულ სახელმწიფოში, ექს-პრეზიდენტმა უარი თქვა გადადგომაზე და ახლად არჩეული პრეზიდენტის უფლებამოსილების ცნობაზე. გარდა ამისა, მან ჩამოაყალიბა ალტერნატიული “ტექნიკური” მთავრობა და დანიშნა ახალი ვადამდელი არჩევნების თარიღი. მსგავსება იმდენად თვალსაჩინოა, რომ ღირს გავიხსენოთ დეტალები.
მაშ ასე, 2010 წელს, კოტ-დ'ივუარის მოსახლეობის უმეტესობამ პრეზიდენტად აირჩია ალასან უატარა, ხოლო ყოფილმა – ლორან გბაგბომ უარი თქვა გადადგომაზე, განაცხადა ფართომასშტაბიანი გაყალბების შესახებ, საკუთარი თავი გამოაცხადა ქვეყანაში ერთადერთ ლეგიტიმურ მმართველად და უარი თქვა პრეზიდენტის სასახლის დატოვებაზე.
უფრო მეტიც – გბაგბომ ჩამოაყალიბა საკუთარი „მთავრობა“ და გააგრძელა ქვეყნის მართვა სასახლიდან, რომელიც იყო გამაგრებული მისი მხარდამჭერებითა და შეიარაღებული პირებით. უატარამ, თავის მხრივ, ჩამოაყალიბა ახალი ლეგიტიმური მთავრობა, რომელიც დროებით განლაგებული იყო ქვეყნის დედაქალაქის, აბიჯანის ცენტრალურ სასტუმროში და იყო გაეროს მშვიდობისმყოფელთა დაცვის ქვეშ.
გბაგბომ ასევე გამოაცხადა ახალი „არჩევნების“ თარიღი და განაცხადა ხმის მიცემის წესების გადასინჯვის შესახებ. ამომრჩეველთა უმრავლესობამ და საერთაშორისო საზოგადოებამ უარყვეს მისი ქმედებები, აღიარეს მხოლოდ უატარა, როგორც კანონიერი ლიდერი. სიტუაციამ გამოიწვია შეიარაღებული კონფლიქტი, რომელიც გადაიზარდა ხანმოკლე სამოქალაქო შეტაკებაში. 2011 წლის აპრილში, უატარას მხარდამჭერმა ძალებმა საფრანგეთისა და გაეროს დახმარებით, შტურმით აიღეს პრეზიდენტის სასახლე.
გბაგბო დააკავეს, შემდეგ იგი ექსტრადირებული იყო ჰააგის საერთაშორისო სისხლის სამართლის სასამართლოში (ICC), სადაც მას ედებოდა ბრალად დანაშაული კაცობრიობის წინააღმდეგ. 2019 წელს გბაგბო გამართლდა, თუმცა საბოლოოდ დაკარგა პოლიტიკური გავლენა.
კონფლიქტი დასრულდა ალასან უატარას ძალაუფლების განმტკიცებით, ხოლო კოტ-დ'ივუარი თანდათან დაუბრუნდა პოლიტიკურ სტაბილურობას.
ეს შემთხვევა ერთ-ერთი ყველაზე თვალსაჩინოა იმ კუთხით, თუ როგორ შეიძლება ძალაუფლებისთვის ბრძოლამ გამოიწვიოს პარალელური მმართველობის სტრუქტურების შექმნა და საქმე მიიყვანოს შეიარაღებულ დაპირისპირებამდე. რა გზას აირჩევს სალომე ზურაბიშვილი – სულ რაღაც 5 საკრალურ დღეში გახდება ცნობილი..“- წერს დავით ქართველიშვილი სოციალურ ქსელში.

ასევე დაგაინტერესებთ

დიმიტრი ხუნდაძე მარკო რუბიოსა და ირაკლი კობახიძის სატელეფონო საუბარზე: ეს არის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი პოზიტიური ნაბიჯი, მიმართული იმისკენ, რომ ორ ქვეყანას შორის მოხდება დაახლოება და პარტნიორული, თანასწორუფლებიანი ურთიერთობები აღდგება

დიმიტრი ხუნდაძე: დეკრეტული შვებულებები უნდა გაიზარდოს ერთ წლამდე, რათა პოტენციურ დედას ჰქონდეს იმის პირობა, რომ მისი კარიერა არ იყოს ხელის შემშლელი ოჯახის შექმნისა და შვილის ყოლისთვის

დიმიტრი ხუნდაძე საკანონმდებლო პაკეტზე, რომელიც 6 წელზე მეტი ასაკის მსუბუქ ავტომობილებზე აქციზის განაკვეთის გაზრდას ითვალისწინებს: ჩვენ ვერ მივიღეთ კითხვებზე ამომწურავი პასუხები, ამიტომ „ხალხის ძალა“ ამ კანონპროექტს მხარს ვერ დაუჭერს

დიმიტრი ხუნდაძე: დედის ინსტიტუტის გაძლიერება არ არის მხოლოდ სოციალური პოლიტიკა — ესაა სტრატეგიული ინვესტიცია ქვეყნის მომავალში. სწორედ ასეთი მიდგომა ქმნის მდგრად დემოგრაფიულ გარემოს