დავით ქართველიშვილი: რადიკალები და მათი უცხოელი პატრონები „ქართული ოცნების“ მილიონნახევარ ამომრჩეველს არ იმჩნევენ, თითქოს არც არსებობენ, ამ დროს, ჩვენ ვარსებობთ

დავით ქართველიშვილი: რადიკალები და მათი უცხოელი პატრონები „ქართული ოცნების“ მილიონნახევარ ამომრჩეველს არ იმჩნევენ, თითქოს არც არსებობენ, ამ დროს, ჩვენ ვარსებობთ
„რადიკალები ვერ ხედავენ „ქართული ოცნების“ მილიონნახევარ ამომრჩეველს, თავიანთ მცირეწლოვან შვილებთან ერთად. ამ რაოდენობის ამომრჩეველს არც ისინი და არც მათი საერთაშორისო აგენტოკრატი პატრონები უბრალოდ არ იმჩნევენ, თითქოს არ არსებობენ“, – ამის შესახებ მედიასთან „ხალხის ძალის“ წევრმა დავით ქართველიშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, არანაირი ასი და ორასი ათასი ადამიანი არ დგას ოპოზიციის აქციებზე, არამედ, ისინი არიან ერთი და იგივე ადამიანები, რომლებიც ხან ბებიების მარშს უერთდებიან და ხან – ბაბუების.
„ამ დროს, ჩვენ, [„ქართული ოცნების“ მილიონნახევარი ამომრჩეველი], ვარსებობთ და რადიკალებისგან განსხვავებით, პასუხისმგებლობის უდიდესი გრძნობა და თვითცენზურა გვაქვს. რამდენჯერაც არ უნდა ყოფილიყო მოწოდება საპირისპირო მარშებსა თუ კონტრაქციებთან დაკავშირებით, გვესმოდა რომ ეს ყველაფერი მათ ინტერესებში შედიოდა, რადგან ცდილობდნენ, საზოგადოება როგორმე გამოეწვიათ და როგორმე სამოქალაქო დაპირისპირებამდე მიეყვანათ სიტუაცია. სიტუაცია კი არ არის ისეთი მწვავე, როგორსაც მას საერთაშორისო არენაზე ხატავენ. არანაირი ასი და ორასი ათასი ადამიანი არ დგას აქციებზე, ისინი არიან ერთი და იგივე ადამიანები, რომლებიც ხან ბებიების მარშს უერთდებიან და ხან – ბაბუების“, – აღნიშნა დავით ქართველიშვილმა.

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი კობახიძე: ჩვენ ყველაზე სწრაფად განვითარებადი და მზარდი ეკონომიკა ვართ, ჩვენი საშუალო ეკონომიკური ზრდა ბოლო 5 წლის განმავლობაში იყო 9.3% – ეს ერთ-ერთი უდიდესი მაჩვენებელია ევროპაში

ევროკავშირიც, ბრიტანეთიც და აშშ-ის ყოფილი ადმინისტრაციაც დაინტერესებულები იყვნენ, ომი არ დასრულებულიყო. დღეს ვინ იღებს პასუხისმგებლობას, რომ მილიონამდე უკრაინელია დაღუპული. რომ არ ჩაშლილიყო სტამბულის შეთანხმება, ეს ყველაფერი ხომ არ მოხდებოდა