დავით ქართველიშვილი: კარლ ბილდტი შვედეთის ყოფილი საგარეო საქმეთა მინისტრია. მანამდე პიარ-კომპანია „Kreab“-ი შექმნა, რომელთანაც კონტაქტები არც გამინისტრების შემდეგ შეუწყვეტია – მას „პოლიტიკური კორუფციონერი“ და „ტეფლონის კარლი“ უწოდეს
„ხალხის ძალის“ წევრი დავით ქართველიშვილი შვედეთის ყოფილი პრემიერ-მინისტრის და საგარეო ურთიერთობების საკითხებში ევროპული საბჭოს თანათავმჯდომარის, კარლ ბილდტის საქართველოში მიმდინარე მოვლენების შესახებ გაკეთებულ განცხადებას ეხმიანება, რომლის თქმითაც, „ევროკავშირმა და სხვებმა უნდა გადაწყვიტონ, ვის თვლიან საქართველოს ლეგიტიმურ პრეზიდენტად“.
ქართველიშვილი კარლ ბილდტის ბიოგრაფიას მიმოიხილავს და აღნიშნავს, რომ უამრავი მტკიცებულებით დადგინდა, რომ მიხეილ სააკაშვილის რეჟიმის პიარ-კამპანიაში საქართველოდან კარლ ბილდტის ლობისტური კომპანიის ანგარიშზე 18 მილიონი დოლარის ოდენობის სულ მცირე 14 გადარიცხვა განხორციელდა.
მისივე თქმით, პირველი სერიოზული ბრალდება პოლიტიკურ კორუფციაში მას დასდო საქართველოში შვედეთის ყოფილმა ელჩმა ჰანს გუნარ ადელმა, რის გამოც კარლ ბილდტმა ის მალევე გამოიწვია თბილისიდან. ეს არის ყველაფერი, რაც მისი „მიუკერძოებლობის“ შესახებ უნდა ვიცოდეთ.
„რუბრიკიდან – „და აი ისიც“. რატომ გამახსენდა – იმიტომ რომ შემახსენა თავი პრინციპიდან: „არ შემეხო და არ შეგეხები“. მაშ ასე, სალომე „ბგაბგო“ ზურაბიშვილი, თუ მიხეილ ყაველაშვილი – ეკითხება კარლ ბილდტი ევროპას…
უამრავი მტკიცებულებით დადგინდა, რომ მიხეილ სააკაშვილის რეჟიმის პიარ-კამპანიაში საქართველოდან კარლ ბილდტის ლობისტური კომპანიის ანგარიშზე 18 მილიონი დოლარის ოდენობის სულ მცირე 14 გადარიცხვა განხორციელდა (ზურაბ ნოღაიდელის ხელმოწერილ დოკუმენტაციას სააკაშვილმა გრიფი „საიდუმლო“ დაადო).
საქართველოში ამ ავადხსენებულ და ბინძურ ყოფილ პოლიტიკოსს ძალზე კარგად იცნობენ – კარლ ბილდტი, შვედეთის ყოფილი საგარეო საქმეთა მინისტრია. აი რას ვიგებთ მასზე მის სამშობლოში არაერთი ჟურნალისტური გამოძიების მასალებიდან: მულტიმილიონერი იგი გახდა 2003 წელს, იარაღის მწარმოებელი ამერიკული კომპანია „ლოკჰიდ მარტინთან” თანამშრომლობის პერიოდში – როდესაც ერაყში მიმდინარე ომის დროს უზარმაზარი შეკვეთები იქნა შესრულებული. შემდეგ მის გამდიდრებას ხელი შეუწყო სუდანში მიმდინარე სამოქალაქო ომმა, როდესაც ცეცხლში გახვეულ ამ აფრიკულ სახელმწიფოში, კარლ ბილდტი კომპანია „ლუდინ ოილ“-თან ერთად ნავთობის საბადოებზე აკეთებდა ფულს.
ბიზნესში მოღვაწეობამდე, 90-იან წლებში ის აქტიურად მონაწილეობდა ბალტიისპირეთის ქვეყნებში მიმდინარე პროცესებში, შემდეგ – ევროკავშირის სპეცწარმომადგენლის რანგში, იუგოსლავიის დაშლასა და სერბეთიდან კოსოვოს გამოყოფას უწყობდა ხელს. საგარეო უწყების მინისტრის პორტფელამდე, მან მოასწრო პიარ-კომპანია „Kreab“-ის შექმნა, რომელთანაც კონტაქტები არც გამინისტრების შემდეგ შეუწყვეტია, რის გამოც სამშობლოში მას „პოლიტიკური კორუფციონერი“ და „ტეფლონის კარლი“ უწოდეს – იმ შედარების ნიშნად, რომ იგი ყველა ბრალდებას ისევე ადვილად იცილებს, როგორც ტეფლონის ტაფა ცხიმს.
პირველი სერიოზული ბრალდება პოლიტიკურ კორუფციაში მას დასდო საქართველოში შვედეთის ყოფილმა ელჩმა ჰანს გუნარ ადელმა, რის გამოც კარლ ბილდტმა ის მალევე გამოიწვია თბილისიდან. ეს არის ყველაფერი, რაც ამ პოლიტიკური მეძავისა“ და მისი „მიუკერძოებლობის“ შესახებ უნდა ვიცოდეთ. როგორც ჩანს სცენაზე ამ პოლიტიკური „ჰარამჰანას“ ყველა „ვიპ-როსკიპი“ იქნება გამოყვანილი“, – წერს დავით ქართველიშვილი Facebook-ზე.