დავით ქართველიშვილი ზურაბ ჟვანიას ოჯახის წევრებზე: ესენი დღეს კიდევ ერთხელ რომ „კლავენ“ თავის ძმას და მეუღლეს მისი მკვლელების გვერდში დგომითა და ამ მკვლელობის გაპრავებით – დავიჯერო, ვერ ხვდებიან?

დავით ქართველიშვილი ს ოჯახის წევრებზე: ესენი დღეს კიდევ ერთხელ რომ „კლავენ“ თავის ძმას და მეუღლეს მისი მკვლელების გვერდში დგომითა და ამ მკვლელობის გაპრავებით – დავიჯერო, ვერ ხვდებიან?
პარტია „ხალხის ძალის“ წევრი დავით ქართველიშვილი საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრის ზურაბ ჟვანიას ოჯახის წევრების, რუსთაველის გამზირზე მიმდინარე საპროტესტო აქციაში მონაწილეობის ფაქტს სოციალური ქსელით ეხმიანება.
მისივე თქმით, საპროტესტო აქციაზე მისვლით ჟვანიას ოჯახის წევრები მას კიდევ ერთხელ კლავენ.
„ყოველგვარი პათეტიკის გარეშე ვიძახი – ისე მინდა ვიცხოვრო ჩემი დარჩენილი “წუთისოფელი”, თავისი გარდაუვალი „დაცემებით“ და „ფეხზე წამოდგომებით“, თავისი ცოდვებით და მათი ჩადენის მიმართ გულწრფელი სინანულით, რომ ზეციურ საქართველოში ბაჩოს სულიერ მზერას ჩემი სულიერი მზერა გავუსწორო.
ესენი დღეს ერთხელ კიდევ რომ „კლავენ“ თავის ძმას და მეუღლეს მისი მკვლელების გვერდში დგომითა და ამ მკვლელობის გაპრავებით – დავიჯერო, ვერ ხვდებიან? ესეც ხომ ლატენტურ სატანიზმთან გაიგივებული გამომწვევად ტოტალური ურწმუნოების განსახიერებაა? ამ საქციელთან შედარებით, რამდენად ზნეობრივად გეჩვენება ზეცაში ძმებს შორის ის იმპროვიზებული დიალოგი:
კაენი: – მაპატიე, ძმაო აბელ? ხომ მაპატიე?
აბელი: – პატიებით დიდი ხანია გაპატიე, ძმაო კაენ. აი, დავიწყებით ვერანაირად ვერ ვივიწყებ…“, – წერს დავით ქართველიშვილი.

ასევე დაგაინტერესებთ

საქართველო აჩვენებს, რომ გლობალური უსაფრთხოების სქემაში სანდო მოთამაშედ აღიქმება – ბოლო კვირების მოვლენებმა, მათ შორის, შს მინისტრის ოფიციალურმა ვიზიტმა ისრაელში, კიდევ ერთხელ დაადასტურა საქართველო–ისრაელის სტრატეგიული თანამშრომლობის მაღალი დონე

შს მინისტრის გეკა გელაძისა და ისრაელის ეროვნული უსაფრთხოების მინისტრის, იტამარ ბენ გვირის მიერ თანამშრომლობის მემორანდუმის ხელმოწერაც ცხადყოფს თუ რა სიბნელეშია ნაცპროპაგანდა, თითქოს საქართველოს მთავრობა ისრაელის მტრების მოკავშირეა