დავით ქართველიშვილი: დღეს თუ არ ვცდები “კონტრაცეფციის საერთაშორისო დღეა” – მაგრამ ამათ ეს “ზეიმი” ყოველდღიურად აქვთ

„ხალხის ძალის“ წევრი დავით ქართველიშვილი „სქრინშოტს“ აქვეყნებს და წერს:
„ამათ მე მგონი ინტერნეტში შესვლა აქვთ აკრძალული და ტელევიზორის პულტებს უმალავენ. აპარატზე მიერთებულები პოლიტიკურ კომაში არიან, მაგრამ მაინც ახერხებენ ექიმებსა და ექთნებზე თავისი “დიაგნოზების” დასმას. დღეს თუ არ ვცდები “კონტრაცეფციის საერთაშორისო დღეა” – მაგრამ ამათ ეს “ზეიმი” ყოველდღიურად აქვთ. ისე აქვთ ჩამოცმული თავის ქალებზე კონტრაცეპტივები, რომ ქმედუნარიან საღ აზრს მათ ტვინებში შეღწევის არანაირი შანსი არა აქვს. მოკლედ, შოლცი და ფონ კრამონი ელოდებიან ბერლინში ირაკლი ს საქართველოს “გაროზგვის” შესახებ ინფორმაციის მიწოდების მიზნით. ამ ქალბატონზე კი იქნებ “ემპათიამ” აიღოს შეფობა? წინა თავის პაციენტს აშკარად უმკურნალეს: ჯერ ბიოლოგიური სიკვდილის მდგომარეობიდან – კლინიკურში გადაიყვანეს, ეხლა კი არჩევნებისთვის ამზადებენ…“

ასევე დაგაინტერესებთ

რამაზ საყვარელიძე – ხაზარაძე-გახარიას გაერთიანების შემთხვევაში, შესაძლოა, ნაკლები შედეგი ჰქონოდა, ხმები დაეკარგათ – ეს მათ იციან, თუმცა პრეზიდენტმა არ იცის, ცოცხალი პოლიტიკური ბრძოლის გამოცდილება არ აქვს, პრეზიდენტობაც კი გაუჭირდა

გივი მიქანაძე აშშ-ის მიერ დაწესებულ სანქციებსა და სავიზო შეზღუდვაზე – წინასაარჩევნო პერიოდში უცხო ქვეყნის მხრიდან მსგავსი ქმედებების განხორციელება წარმოადგენს წინასაარჩევნო პროცესში ჩარევას

გივი მიქანაძის განცხადებით „ნაციონალური მოძრაობის“ და „კოალიცია ცვლილებებისთვის“ წარმომადგენლებმა, ქუთაისსა და გორში, „ქართული ოცნების“ შეხვედრების ჩაშლა სცადეს, რაც საარჩევნო კამპანიაში ხელისშეშლას წარმოადგენს

გივი მიქანაძე – არასამთავრობო ორგანიზაცია „აირჩიე ევროპა“ აქტიურადაა ჩართული ხელისუფლების საწინააღმდეგო აგიტაცია-პროპაგანდაში, ამ ორგანიზაციის გამგეობის წევრებმა განახორციელეს შემოწირულობა ოპოზიციური პარტიების სასარგებლოდ