დავით ქართველიშვილი: ამერიკის ელჩი და მისი მოადგილე გაიკეთებენ ახალ თხილამურებს და ახალ ტრასებზე გავლენ ან მათ სიამოვნებით შეცვლიან

პარტია „ხალხის ძალის“ წევრი დავით ქართველიშვილი ამერიკის საელჩოს მიერ Facebook-ში ხშირად გამოქვეყნებულ ქარდებს მედიასთან საუბარში გამოეხმაურა და განაცხადა, რომ აღნიშნული ქარდები საელჩოს მიერ აღარ ქვეყნდება.
მისივე თქმით, ქარდების გამოქვეყნება მას შემდეგ შეწყდა, რაც ელჩისთვის და მისი მოადგილისთვის მკაფიოდ გახდა ცნობილი დონალდ ტრამპის გზავნილები.
„ყველას გვახსოვს დეკემბრის დასაწყისში Facebook-ში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს მიერ გამოქვეყნებული ქარდები, რომელიც 10 დეკემბრის შემდეგ გაქრა და აღარ ქვეყნდება. აღსანიშნავია, რომ საელჩომ Facebook -ის მართვის მენეჯერის თანამდებობაზე ვაკანსიაც კი გამოაცხადა.
ელჩ რობინ დანიგანს და მის მოადგილეს, რომელიც ფერადი რევოლუციების სპეციალისტია რასაკვირველია აქვთ ინფორმაციები თუ რას აპირებს ინაუგურაციის შემდეგ და რა არის მისი გზავნილები. აინტერესებთ რჩებიან თუ არა უმუშევრები. ისინი ან გაიკეთებენ ახალ თხილამურებს და ახალ ტრასებზე გავლენ ან მიიღებენ მოტეხილობას და დიდი სიამოვნებით შეცვლიან მათ,“ – განაცხადა დავით ქართველიშვილმა.

ასევე დაგაინტერესებთ

გიორგი ვოლსკი მსოფლიოში მიმდინარე პროცესებზე: გვიკიჟინებენ, რომ საჭიროა უფრო აქტიური პოზიციით გამოსვლა, თუმცა, საქმის ცოდნით, რეალური ანალიზის საფუძველზე გადავწყვიტეთ, რომ ხისტი განცხადებები, მოქმედება არის ის, რაც ქვეყანას დააზიანებს

ნანა კაკაბაძე: ნორმალურ მოქალაქეებში ჩვენ ვგულისხმობთ ხელისუფლების მომხრეებსაც, მის ოპონენტებსაც და ნეიტრალურ ადამიანებსაც, მაგრამ აკაცუკებად ჩამოყალიბებულ მოქალაქეთა განსაკუთრებულ კასტას…

ირაკლი კობახიძე: ჩვენ ყველაზე სწრაფად განვითარებადი და მზარდი ეკონომიკა ვართ, ჩვენი საშუალო ეკონომიკური ზრდა ბოლო 5 წლის განმავლობაში იყო 9.3% – ეს ერთ-ერთი უდიდესი მაჩვენებელია ევროპაში