დავით ქართველიშვილი ალექსეი რეზნიკოვზე: მას ჩვენი ქვეყანა იმ “ვირტუალურ საქართველოში” შეეშალა, რომლის ძირითადი შემოქმედი პირნი დღეს პენიტენციურ სისტემაში იმყოფებიან

დავით ქართველიშვილი ალექსეი რეზნიკოვზე: მას ჩვენი ქვეყანა იმ “ვირტუალურ საქართველოში” შეეშალა, რომლის ძირითადი შემოქმედი პირნი დღეს პენიტენციურ სისტემაში იმყოფებიან
პარტია ” ხალხის ძალის” წევრი დავით ქართველიშვილი უკრაინაში მიმდინარე მოვლენებს სოციალურ ქსელში ეხმიანება.
“უკრაინის შეიარაღებული ძალების საკვებით მომარაგებისას, ფასი საშუალო მაჩვენებლის საფუძველზე ყალიბდებოდა, რაც
მომწოდებლებს საშუალებას აძლევდა ფასთა სხვადასხვაობით ესარგებლათ მისი “გაბერვის” მიზნით”- განმარტავს ანალიტიკოსი და აღნიშნავს, რომ რეზნიკოვისთვის საქართველოს მაგალითი ვერ გახდა შთაგონების წყარო.
„ვიმედოვნებ, ჩვენ საქართველოს ცივილიზებულ სამყაროს დავუბრუნებთ… საქართველო
მრავალი წლის განმავლობაში იყო უკრაინის შთაგონების წყარო და
პოსტსაბჭოთა სივრცეში მმართველობის სრულიად ახალი სტილის შექმნას ახდენდა.“ – ნაწყვეტი უკრაინის ყოფილი თავდაცვის მინისტრის ალექსი რეზნიკოვის ინტერვიუდან, მიცემული 2025 წლის 5 ივნისს…
გავიდა სულ რაღაც ერთი თვე და დღეს უკვე თავად რეზნიკოვის დაბრუნება ცივილიზებულ
სამყაროში ძალზე პრობლემატური ჩანს. უკრაინის ეროვნულმა ანტიკორუფციულმა ბიურომ ყოფილი თავდაცვის მინისტრის, ალექსეი რეზნიკოვის სახლში ჩხრეკა ჩაატარა. მოვლენები დაკავშირებულია უკრაინის შეიარაღებული ძალებისთვის 2022-2023 წლებში საკვების შესყიდვის საქმესთან (ალექსეი რეზნიკოვი წინასწარ არ იყო ინფორმირებული მომავალი ჩხრეკის შესახებ).
სამართალდამცავი ორგანოების თანამშრომლების ქმედებების დროს მისი მობილური ტელეფონი და არაერთი მნიშვნელოვანი დოკუმენტი ამოიღეს. გამოძიების წინასწარ სტადიაზევე დადგინდა, რომ უკრაინის შეიარაღებული ძალების საკვებით მომარაგებისას, ფასი საშუალო მაჩვენებლის საფუძველზე ყალიბდებოდა, რაც მომწოდებლებს საშუალებას აძლევდა ფასთა სხვადასხვაობით ესარგებლათ მისი “გაბერვის” მიზნით. მაგალითად, ქათმის კვერცხის შესყიდვის ფასად 17 გრივნა იყო მითითებული, მაშინ როდესაც მისი საბაზრო ღირებულება 7 გრივნა იყო.
სამწუხაროდ, ვერ გახდა რეალური საქართველო რეზნიკოვისთვის “შთაგონების წყარო” – მას ჩვენი ქვეყანა იმ “ვირტუალურ საქართველოში” შეეშალა, რომლის ძირითადი შემოქმედი პირნი დღეს იმ პენიტენციურ სისტემაში იმყოფებიან, რომლის კარი დღეს თვით რეზნიკოვისთვისაც ნახევრად გაიღო…”-წერს დავით ქართველიშვილი სოციალურ ქსელში.

ასევე დაგაინტერესებთ

გიორგი ვოლსკი მსოფლიოში მიმდინარე პროცესებზე: გვიკიჟინებენ, რომ საჭიროა უფრო აქტიური პოზიციით გამოსვლა, თუმცა, საქმის ცოდნით, რეალური ანალიზის საფუძველზე გადავწყვიტეთ, რომ ხისტი განცხადებები, მოქმედება არის ის, რაც ქვეყანას დააზიანებს

ნანა კაკაბაძე: ნორმალურ მოქალაქეებში ჩვენ ვგულისხმობთ ხელისუფლების მომხრეებსაც, მის ოპონენტებსაც და ნეიტრალურ ადამიანებსაც, მაგრამ აკაცუკებად ჩამოყალიბებულ მოქალაქეთა განსაკუთრებულ კასტას…

ირაკლი კობახიძე: ჩვენ ყველაზე სწრაფად განვითარებადი და მზარდი ეკონომიკა ვართ, ჩვენი საშუალო ეკონომიკური ზრდა ბოლო 5 წლის განმავლობაში იყო 9.3% – ეს ერთ-ერთი უდიდესი მაჩვენებელია ევროპაში