დავით ფაცაცია ბათუმში არქიტექტურული პროექტების გამოფენას დაესწრო

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იძულებით გადაადგილებულ პირთა მინისტრი დავით ფაცაცია ბათუმის ხელოვნების სახელმწიფო უნივერსიტეტის არქიტექტურის სპეციალობის სტუდენტთა და კურსდამთავრებულთა არქიტექტურული პროექტების გამოფენას დაესწრო, რომელიც საქართველოს დამოუკიდებლობის კვირეულის ფარგლებში გაიმართა.
ინფორმაციას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა ავრცელებს.
მათივე ცნობით, გამოფენა ბათუმის ხელოვნების სახელმწიფო უნივერსიტეტისა და აჭარის მუზეუმის ორგანიზებით მოეწყო და მასზე წარმოდგენილი ნამუშევრების მნიშვნელოვანი ნაწილი აფხაზეთის თემატიკას დაეთმო.
ღონისძიებას, ასევე, ესწრებოდნენ აჭარის განათლების და სპორტის მინისტრი მაია ხაჯიშვილი, ბათუმის მერის მოვალეობის შემსრულებელი გიორგი მურვანიძე, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების, ადგილობრივი თვითმმართველობისა და საზოგადოების წარმომადგენლები, სტუდენტები და მოწვეული სტუმრები.
„ვფიქრობ, ეს ღონისძიება არის ერთ-ერთი ყველაზე კარგი გზავნილი აფხაზებისთვის, რომ ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის შემთხვევაში, აფხაზეთში ძალიან ბევრი კარგი პროექტი განხორციელდება, ხოლო აჭარის ავტონომიური რესპუბლიკა საუკეთესო მაგალითია იმ პერსპექტივებისა, რომელიც აფხაზეთისთვის იარსებებს.
მადლობას ვუხდი სტუდენტებს საოცარი პროექტების წარმოდგენისთვის, განსაკუთრებით ეს ეხება სოხუმის სტადიონის, თეატრის, პორტის, აეროპორტის წინასწარ შემუშავებულ მაკეტებს. დარწმუნებული ვარ, ზოგიერთი იდეა ამ პროექტებიდან ძალიან წარმატებული იქნება და აფხაზეთშიც აუცილებლად განვახორციელებთ ჩვენს აფხაზ ძმებთან და დებთან ერთად”, – განაცხადა დავით ფაცაციამ.

ასევე დაგაინტერესებთ

იაგო ხვიჩია: ნარკოტიკით გარდაცვლილი ყველა ადამიანი არის ჩვენი ხელისუფლების სინდისზე. რის გამოც ეს ადამიანი გარდაიცვალა, ხელისუფლების მოწყობილია. უაზრო ნარკოპოლიტიკით მოკლეს ადამიანი! (ვიდეო)

ტატა ხვედელიანი: ახლა, როდესაც მილოცვები დასრულდა და „ოცნებამ“ პროპაგანდაც აამუშავა, მთავარი კითხვა კვლავ პასუხგაუცემელია: რას ცვლის ეს გადაწყვეტილება სისტემურად და რა გარანტია გვაქვს, რომ მომავალ წელს ზუსტად იგივე პრობლემა აღარ განმეორდება?