დავით ფაცაციამ, ზაზა ვაშაყმაძემ და ტარიელ პაპინაშვილმა აფხაზეთიდან დევნილებს ჰუმანიტარული ტვირთი გადასცეს

დღეს, 16 აგვისტოს, დან დევნილებისთვის საქველმოქმედო აქცია გაიმართა. ამის შესახებ ინფორმაციას რელიგიის სააგენტო ავრცელებს.
როგორც გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, თბილისში მცხოვრებ იძულებით გადაადგილებულ პირებს საქართველოს ქრისტიან-ბაპტისტთა ეკლესიების გაერთიანებისა და გერმანიის საერთაშორისო ორგანიზაცია „ფრიდენს ბოტეს” ჰუმანიტარული დახმარება – 25 ფუთა ტანსაცმელი და 500 კგ. ბრინჯი გადაეცათ.
„აქციაში მონაწილეობდნენ: რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს თავმჯდომარე ზაზა ვაშაყმაძე, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა მინისტრი დავით ფაცაცია, საქართველოს ქრისტიან-ბაპტისტთა ეკლესიების გაერთიანების აღმასრულებელი მდივანი ტარიელ პაპინაშვილი, რელიგიის სააგენტოს სამართლებრივი უზრუნველყოფის სამსახურის იურისტი სანდრო შეყილაძე და ლოჯისტიკის მენეჯერი ლაშა მჭედლიძე.
რელიგიის სააგენტოს, აფხაზეთის მთავრობისა და ქრისტიან-ბაპტისტთა ეკლესიების გაერთიანების საქველმოქმედო აქციები როგორც თბილისში, ისე რეგიონებში, პერიოდულად ტარდება და აქციის ორგანიზატორთა თქმით, მომავალშიც გაგრძელდება,“ – ნათქვამია განცხადებაში.

ასევე დაგაინტერესებთ

კახა კალაძე – კატეგორიულად მიუღებელია გარედან ჩარევები, რაც სახეზე გვაქვს და აშკარაა ზოგიერთი საელჩოს მხრიდან – ერთი სანომრე ნიშანი აკლიათ, რომ როგორც პოლიტიკური პარტია, ისე დარეგისტრირდნენ