დავით უსუფაშვილი – საქართველოს დღევანდელ ხელისუფლებას აერია ყველაფერი, საღი აზრი პირველ რიგში! მეგობრებს ევროპაში, აშშ-ში და იაპონიაში მტრებად აცხადებს და ქართველ ხალხს ეუბნება, რომ იქიდან გველის საფრთხე

უკიდურესად შემაშფოთებელია და სამწუხაროა, რომ საქართველოს დღევანდელ ხელისუფლებას აერია ყველაფერი, საღი აზრი – მეგობრებს ევროპაში, -ში და იაპონიაში მტრებად აცხადებს და იყურება იქით, საიდანაც რეალური საფრთხე არსებობს და სწორედ იქედან ელის შველას, – ამის შესახებ პარტია „ლელოს“ დეპუტატმა დავით უსუფაშვილმა განაცხადა.
მისი შეფასებით, „სამოქალაქო იდეის“ ორგანიზებით გამართული საერთაშორისო კონფერენცია – „სტრატეგიული ბუნდოვანება დიდი სახელმწიფოების საჭადრაკო დაფაზე“- შესაძლებლობას იძლევა, რომ ის პრობლემები, რომელიც ქვეყანაში არსებობს, გლობალურად შეფასდეს.
„კონფერენცია არ ეძღვნება რომელიმე ერთ ქვეყანას, ან საქართველოს რომელიმე ერთ ქვეყანასთან ურთიერთობას. კონფერენციას გაცილებით ფართო ამოცანა აქვს. ის, რაც მსოფლიოში ხდება, დიდწილად გავლენას საქართველოზეც ახდენს. ს აგრესია საქართველოსა და ში, პოლიტიკურ დონეზე ყველაფერი გასაგებია, თუმცა სათანადოდ პასუხგაცემული ვერ არის. რუსეთი აგრესიულ პოლიტიკას აგრძელებს და მსოფლიოს დესტაბილიზაციით ემუქრება. ამ პროცესში უკიდურესად შემაშფოთებელია და სამწუხაროა, რომ საქართველოს დღევანდელ ხელისუფლებას აერია ყველაფერი, საღი აზრი პირველ რიგში! მეგობრებს ევროპაში, აშშ-ში და იაპონიაში მტრებად აცხადებს და ქართველ ხალხს ეუბნება, რომ იქიდან გველის საფრთხე.
იყურება იქით, საიდანაც რეალურად საფრთხე არსებობს და სწორედ იქედან ელის შველას. ამ თემებზეა საუბარი. ამ კონფერენცია 15-მდე ქვეყნის წარმომადგენელი ესწრება და ჩვენ ვცდილობთ, რომ ეს საკითხები გლობალურ დონზე დავინახოთ. ამ პრობლემის მოგვარებას საქართველო ვერ შეძლებს, თუ მეგობრებთან მჭიდრო სტრატეგიულ ურთიერთობაში არ იქნება“, – განაცხადა დავით უსუფაშვილმა.
ცნობისთვის, „სამოქალაქო იდეის“ ორგანიზებით, თბილისში რიგით მეხუთე საერთაშორისო კონფერენცია – „სტრატეგიული ბუნდოვანება დიდი სახელმწიფოების საჭადრაკო დაფაზე“ იმართება, რომელიც 2 დღის განმავლობაში გაგრძელდება.

ასევე დაგაინტერესებთ

პრეზიდენტი – საქართველოს ევროპისა და აშშ-სგან სჭირდება მოსახლეობის მხარდაჭერა, მორალური მხარდაჭერა და ბევრი დამკვირვებელი არჩევნებისთვის, რადგან მომავალი ერთი თვის განმავლობაში მეტი ვერაფერი გაკეთდება – იზოლაცია ჩვენთვის ყველაზე უარესი კოშმარია