დავით უსუფაშვილი – „ლელო“ აღიზიანებთ, გვაბრალებენ, რომ „ნაცები“ ვართ და ჩვენი ლიდერები საეჭვო წარმოშობის მილიონერები არიან – ვის ესხმიან ხოლმე თავს? – ვისგანაც საარჩევნოდ საფრთხეს ელიან ხოლმე

გვაბრალებენ, რომ „ნაცები“ ვართ და ჩვენი ლიდერები საეჭვო წარმოშობის მილიონერები არიან. ამაზე გველაპარაკებიან ს პარტიის და იმ მილიონერების პარტიის წარმომადგენლები, რომლებიც ჩვენს გარშემო პარლამენტში უხვად სხედან, – ამის შესახებ ლელოს დეპუტატმა დავით უსუფაშვილმა განაცხადა, რითაც „ლელოს“ შესახებ მმართველი გუნდის წევრების მხრიდან გაკეთებულ განცხადებებს გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ ეს არის მათი „თვის წესრიგი“.
„ეს არ არის დღის წესრიგი, ესაა თვის წესრიგი. თუ გადაავლებთ თვალს გასული 1- 2 თვის შავ პიარ სტრატეგიას, ეს მიმართულია „ლელოსკენ“ და „ლელოსთან“ დაკავშირებული პირებისკენ. ვის ესხმიან ხოლმე თავს? – ვისგანაც ელიან ხოლმე საარჩევნოდ საფრთხეს, „ლელო“ განსაკუთრებულად მობილიზებულია, აქტიური და მზარდი პოლიტიკური ძალაა. ჩვენ გვაქვს დასაბუთებული ამბიცია, რომ ვიქნებით სახელისუფლებო კოალიციის ერთ-ერთი წამყვანი ნაწილი. „ოცნებას“ ეს არ სურს და სურს ხედავდეს სუსტ და ბევრ პარტიას. „ლელო“ აღიზიანებთ. ვერაფერში გვდებენ ბრალს და გვაბრალებენ, რომ „ნაცები“ ვართ და ჩვენი ლიდერები საეჭვო წარმოშობის მილიონერები არიან. ამაზე გველაპარაკებიან ბიძინა ივანიშვილის პარტიის და იმ მილიონერების პარტიის წარმომადგენლები, რომლებიც ჩვენს გარშემო პარლამენტში უხვად სხედან,“- განაცხადა უსუფაშვილმა.
უსუფაშვილი კობახიძის ბრიუსელში ვიზიტსაც გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ მას, სავარაუდოდ, უფრო უკეთ გაიცნობენ, როგორც ადამიანს, რომელიც ყველას ზემოდან ელაპარაკება.“
როგორც მან აღნიშნა, ბრიუსელში მისი ვიზიტისგან რაიმე მოლოდინი არ აქვს.
“მოლოდინი არ მაქვს. ს კარგად იცნობენ და კიდევ უკეთ გაიცნობენ, როგორც ადამიანს, რომელიც „სრულიად ბიძინათი შეიარაღებული დადის“ ევროპაში და ყველას ზემოდან ელაპარაკება. ეს ყველამ იცის, მაგრამ ამასობაში მათ იციან, რომ ის საქართველოს პრემიერ-მინისტრია. ქართველ ხალხს პატივს სცემენ და მას ყველგან გაუღებენ კარს და შეხვდებიან,“ – განაცხადა უსუფაშვილმა.

ასევე დაგაინტერესებთ