დავით უსუფაშვილი – გუშინ რუსთაველზე დავდიოდი და თვალს ვერ ვუსწორებდი, რომ ამ ახალგაზრდებს ამის გადატანა უწევთ – მათ მივმართავ, არავითარ შემთხვევაში არ დავიღალოთ, არ წამოვეგოთ არანაირ პროვოკაციაზე

არავითარ შემთხვევაში არ წამოვეგოთ არანაირ პროვოკაციაზე, სპეცსამსახურებთან, პოლიციასთან დავიკავოთ ორმეტრიანი დისტანცია, – ასე მიმართა „ლელოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, დავით უსუფაშვილმა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” კანონის საწინააღმდეგო აქციაზე მყოფ მოქალაქეებს პარლამენტის ტრიბუნიდან.
დავით უსუფაშვილის განცხადებით, დღეს საქართველოს ჰყავს ხელისუფლება, რომელიც ყოველგვარ პროვოკაციაზე წამსვლელია.
„გუშინ რუსთაველზე დავდიოდი და თვალს ვერ ვუსწორებდი, რომ ამ ახალგაზრდებს ამის გადატანა უწევთ. მათ მივმართავ, რომ არავითარ შემთხვევაში არ დავიღალოთ, არავითარ შემთხვევაში არ წამოვეგოთ არანაირ პროვოკაციაზე. სპეცსამსახურებთან, პოლიციასთან დავიკავოთ ორმეტრიანი დისტანცია და ჩვენი დგომით, ჩვენი სიმტკიცით, სიმართლით, პრინციპულობით მოვიგოთ ეს ბრძოლა. სამწუხაროდ კვლავაც მოგვევლინა ხელისუფლება, რომელიც წამსვლელია პროვოკაციაზე იმიტომ, რომ მას სიმართლის დამალვა უნდა, თავისუფალი სამყარო რასაც გვეუბნება იმის წაშლა უნდა, სამშობლოს სამსახურში მყოფი ადამიანების სახელმწიფოს მტრებად გამოცხადება უნდა. ამიტომ, ფრთხილად, მტკიცედ, კანონის ფარგლებში და ყოველგვარ პროვოკაციას გავუმკლავდებით, გავიმარჯვებთ“, – განაცხადა დავით უსუფაშვილმა.

ასევე დაგაინტერესებთ

პეტრე ცისკარიშვილი – ხმა უნდა მივცეთ იმ ერთიანობას, რომელსაც აქვს ხედვა, გეგმა და საქართველოს წაიყვანს ევროპისკენ, კეთილდღეობისკენ, ევროატლანტიკური ინტეგრაციისკენ – უარი უნდა ვუთხრათ სიღარიბეს და იზოლაციას

ზურაბ ჯაფარიძე – მივმართავ ახალგაზრდებს, გავიაზროთ სად ვიმყოფებით, წლების განმავლობაში ბევრი რამ შევძელით, დავიწყეთ საუბარი ევროკავშირთან, ნატო-სთან, თავისუფალი ვაჭრობა გვაქვს, ვიზალიბერალიზაცია, თუმცა ეს ყველაფერი “ ქართული ოცნების” პირობებში საფრთხის ქვეშ დგება