დავით უსუფაშვილი აცხადებს, რომ გარკვეული გარანტიების შემთხვევაში ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებთან ერთად პლებისციტის ჩატარებაზე „სერიოზული მსჯელობა“ შესაძლებელია

„ლელო-ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი, დავით უსუფაშვილი ფიქრობს, რომ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებთან ერთად პლებისციტის ჩატარებაზე გარკვეული გარანტიების შემთხვევაში სერიოზულად მსჯელობა შესაძლებელია.
კერძოდ, „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „პოლიტ-ქალაქი“ პოლიტიკოსი გამოეხმაურა იდეას, რომლის თანახმად, პოლიტიკური კრიზისის განმუხტვის ერთ-ერთი ყველაზე ოპტიმალური გზა 2025 წლის ოქტომბერში ადგილობრივ თვითმმართველობის არჩევნებთან ერთად, პლებისციტის ჩატარებაა, სადაც ამომრჩეველი თავად გადაწყვეტს, სურს თუ არა ვადამდელი საპარლამენტო ს ჩატარება.
უსუფაშვილი ფიქრობს, რომ ეს უნდა იყოს „გრანდ გეგმა“, რომელსაც ექნება სერიოზული მხარდაჭერა და საერთაშორისო საზოგადოების თანამონაწილეობა.
ოპოზიციონერის თქმით, რაც მეტი იქნება მსგავსი შემოთავაზება თუ განსახილველი საკითხი, კარგია და მსგავსი სქემებიც საჭიროა, რადგან „ციდან არ ჩამოფრინდება“ საოცნებო არჩევნები და „ჯადოსნური ბურთი“, რითაც ქვეყანა გაბრწყინდება.
“ამ სქემას ერთი კომპონენტიც რომ დავუმატოთ, მაშინ შესაძლოა სერიოზულად ვიმსჯელოთ.
პირველი საკითხია ხელისუფლება, რომელიც ერთპარტიული და ავტორიტარულია, მომართულია [პრინციპზე] ერთმა თქვა და ყველა იმეორებს, ეს არ უნდა დაგვემართოს მეორე, ოპოზიციურ მხარეს.
ხშირია ინიციატივა, იდეა და შემდეგ მისი იმ ტიპის ჩაქოლვა, რომ აღარ უჩნდება ადამიანს სურვილი რაიმე თქვას. რაც მეტი იქნება მსგავსი შემოთავაზება თუ განსახილველი საკითხი, კარგია, უნდა განვიხილოთ.
ჩემი პირველი რეაქცია ის იქნებოდა, როგორი არჩევნები ტარდება. ეს ხომ საარჩევნო პროცესია, პლებისციტსაც ბიულეტენი სჭირდება, ქაღალდია….ყველა ის პრობლემა, რაც საპარლამენტო არჩევნებზე ვნახეთ, მანამდეც არჩევნების დღეს….გარანტირებული უნდა იყოს რაღაცები, მაგალითად ის, რომ ეს თუ არის გრანდ გეგმა, რომელსაც აქვს სერიოზული მხარდაჭერა, საერთაშორისო საზოგადოების თანამონაწილეობა, რომ, ეს არის განმუხტვის და წინ წასვლის საშუალება, აქვს ნდობა მონაწილე მხარეების მიმართ, ინსტიტუციური გარანტიები…
ასეთ დროს, რაიმე არჩევნები თუ ტარდება ვინც კაბინეტში ზის, ის ატარებს, თუ იქ არაფერი იცვლება, ეს მოდელი თეორიულად საინტერესოა, მაგრამ პრაქტიკულად ნაკლებად რეალიზებული.
ვინც ამ თემებზე ვალდებულია რაიმე მოიფიქროს, საერთაშორისო პარტნიორებზეც ვსაუბრობ….მხოლოდ იმის თქმა, რომ ვიღაცებს ვასანქცირებ, ეს არჩევნები არ მომეწონა, ეს ვქენი, ის ვქენი არ არის საერთაშორისო ცხოვრებაში მიღებული პრაქტიკა. თუ საერთაშორისო თანამეგობრობის ნაწილი ვარ, ასეთ დროს წევრები სათანადო დახმარებას უწევენ. ზოგი შედეგიანის და ზოგი უშედეგო მონაწილეობის მომსწრე ვართ. ციდან არ ჩამოფრინდება საოცნებო არჩევნები, კარგი კანონმდებლობა, ციდან ვერ ჩამოფრინდება ჯადოსნური ბურთი, რომელსაც მივაბამთ ყველაფერს გავუშვებთ და ქვეყანა გაბრწყინდება. რაიმე ამგვარი სქემები საჭიროა. გაცილებით პროდუქტიული მგონია, როდესაც ვიღაც რაღაცას გთავაზობს, ვიდრე ის, რომ არა არ გავაკეთოთ რაღაც. ძალიან მნიშვნელოვანია საქმიანი და სერიოზული მსჯელობა. რაც არ მოგვწონს „ოცნებისგან“, აქეთ მშვიდად განვიხილოთ ყველა წინადადება და არა ავტორი. წინადადებები და იდეებია მნიშვნელოვანი“, – აღნიშნა უსუფაშვილმა.
გარდა ამისა, გადაცემაში უსუფაშვილმა ისაუბრა ხელისუფლებაში არსებულ ვითარებაზე. უსუფაშვილის თქმით, სახელისუფლებო წრეებში „უპრეცედენტო არეულობა” ცალსახაა.
ოპოზიციონერის განცხადებით, ამას მოწმობს ბოლო ცვლილებებიც, მაგალითად, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის მიერ თანამდებობის დატოვება, რაც მისი აზრით, დაკავშირებული იყო „მორიგ ეჭვიანობის სცენასთან“.
ამავე კონტექსტში, ოპოზიციონერი პოლიტიკოსი ფიქრობს, კონკრეტულ პირს “რაც უფრო მეტად ეტყობა თვალებში სიცოცხლის ნიშანწყალი და საკუთარი აზრები, მით უფრო მიუღებელი ავტორიტარულ – ტოტალური რეჟიმისთვის“.
„ხელისუფლება დაღლილია, არეულ-დარეულია. ბოლო საკადრო ცვლილებები – წამყვან ფიგურას სისტემაში, სუს-ის ხელმძღვანელს რა უქნეს – რა მოხდა? – ეს იყო მორიგი ეჭვიანობის სცენა, მთავარი ჭანჭიკის, კობახიძის მხრიდან, რომელმაც მოახერხა ივანიშვილის შეშფოთებაც, რომ კონკრეტულად, ლილუაშვილთან შენარჩუნებული იყო თანამშრომლობა საერთაშორისო წრეებიდან.
ამ ხალხმა სახელმწიფოებრიობის და საერთაშორისო ურთიერთობების არაფერი იცის, თორემ ვიცით, რომ ამ ტიპის სპეცსამსახურების თანამშრომლობა ყველა ეპოქაში ცოტა სხვა მოვლენაა, იმ გრძელვადიან თემებს უკავშირდება, როდესაც საქართველოს და -ს, თურქეთის სპეცსამსახურები მუდმივად თანამშრომლობენ პოლიტიკური სიო საითაც არ უნდა ქროდეს.
ინფრასტრუქტურის მინისტრიც უეცრად შემოგვაკლდა.
ივანიშვილი გახსნილ ხელყუმბარას ს უფრო მეტად ახუტებს. ივანიშვილს რაც აღელვებს, საკუთარი პერსონალური ბედი და მომავალია, ამისთვის ხან ქვეყანას წირავს, ხან გუნდის წევრებს, ხალხს, სტრატეგიულ პარტნიორებს. ცალსახაა, რომ სახელისუფლებო წრეებში უპრეცედენტო არეულობაა. ღარიბაშვილი აცხადებს, რომ ყველაფერი კარგად არის უკვეო, ისეთი გუნდია და ისეთი ამბებია ქვეყანაშიო.
ბოლო წმენდას, თუ გადინებას რას შეეხება. რა განსხვავებაა იმ ხალხს შორის, ვინც დარჩა და ახლა წავიდა, ან წინა პერიოდში წავიდა. თვალებში რაც უფრო მეტად ეტყობა საკუთარი სიცოცხლის ნიშანწყალი, საკუთარი აზრები, მით უფრო მიუღებელი იმ ტიპის ავტორიტარულ ტოტალური რეჟიმისთვის, რომელსაც უპირობო მორჩილება აქვს ამოცანად. რა განასხვავებდა ღარიბაშვილს მისი შემდგომი პრემიერისგან? – მას თვალებში რაღაც უკიაფებს, თავისი პერსონალური ამბიციაც აქვს აშკარად, უნდა რომ იყოს საქმეში. უარს არ იტყვის რომ ფინანსურად უფრო მოძლიერდეს, არ იტყვის უარს, თუ მისიანებს ხელს წაკრავს რომ მოძლიერდეს. გარე სამყაროში ურთიერთობისას ცდილობს თავი წარმოაჩინოს, როგორც „მეც“, „ბატონი ბიძინას კაცი კი არა“, მეც ხომ შემიძლია, თვალი ჩაუკრა ცოტა ვიღაცას, ეს უკვე სახიფათოა.
ლილუაშვილი რომელსაც კონტაქტები ჰქონდა, წინა პარლამენტში ახერხებდა „ქართული ოცნების“ პოლიტიკა დაეცვა, მაგრამ შეურაცხყოფა არ მიეყენებინა ოპოზიციისთვის. ოპოზიცია ამას ანათვლინებდა, აკრიტიკებდა მაგრამ შეურაცხყოფაზე არ გადადიოდა“,-აღნიშნა უსუფაშვილმა.
ამასთან, უსუფაშვილი აღნიშნავს, რომ დღეს, ყველაზე ნათლად ჩანს, რომ ხელისუფლება კრიზისშია.
„თითქმის ყოველდღიური დემონსტრირებაა იმის, რომ მე ყოჩაღი ვარ, მაგარი ვარ, დაგიჭერ, არ გაგიშვებ, ახლა რეპრესიულ კანონს მივიღებ. ყოველდღე ვხედავთ არათუ კრიზისში მყოფ ხელისუფლებას, არამედ სუპერ შეშინებულ ხელისუფლებას, რომელიც თვლის, რომ ე, მანდ ვინმემ თუ სისუსტე შემამჩნია, თუ ოდნავ მაინც გადავდგი ნაბიჯი უკან, ან სწორი მიმართულებით, ეს იქნება ის ზვავის ეფექტი, რომელიც თან ჩამიყოლებს. არ ეყო რუსული კანონი, წავიდა და ამერიკული უნდა მოვიტანოო. ამასობაში რუსული არ გააუქმა და ფარაც მოიტანა. თუ რუსული კანონი მათ ვერ უფარავდა და უგვარებდა, ახლა „ფარაც“ თარგმნეს. შესაძლოა, წავიდნენ და იაპონური ნახონ, 1650 წელს მიღებული, ამით აკოწიწებენ საკანონმდებლო სივრცეს. ნახეთ, სადამდე მივიდა მათი შიშის და კრიზისების განცდა. ნომერი პირველი ფუნდამენტური ღირებულებაა სიტყვის თავისუფლება, სახელისუფლებო სისტემის მიმართ მკვეთრი ფრაზების გამოყენების უფლება, კანონი მიიღეს პოლიციელს თუ კარგად არ შეხედე და ცოტა მიმიკაზე დაგეტყოთ, რომ მთლად სერიოზულად არ უყურებთ, შესაძლოა ჩათვალონ, რომ შეურაცხყოფა მიაყენე და ციხეში ჩაგსვან. კრიზისს რომ არ განიცდიდეს და სუპერ შეშფოთებული არ იყოს, ამას არ გააკეთებდა“, – აღნიშნა უსუფაშვილმა.