დავით სონღულაშვილმა ხელოვნური ინტელექტის შესახებ საპარლამენტთაშორისო კონფერენციაში მიიღო მონაწილეობა

დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარემ დავით სონღულაშვილმა ხელოვნური ინტელექტის შესახებ ბრიუსელში გამართულ საპარლამენტთაშორისო კონფერენციაში მიიღო მონაწილეობა. ამის შესახებ ინფორმაციას პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.
უწყების ცნობით, კონფერენცია ხელოვნურ ინტელექტთან დაკავშირებით ოთხ სხვადასხვა სესიას მოიცავდა.
„მეორე სესია, რომელშიც დავით სონღულაშვილმა მიიღო მონაწილეობა, ეხებოდა ხელოვნური ინტელექტის გავლენებს და სწავლებას ხელოვნური ინტელექტის ეპოქაში.
კონფერენცია ორი დღის განმავლობაში მიმდინარეობდა და მასში მონაწილეობას ევროკავშირის წევრი ქვეყნების ეროვნული პარლამენტებისა და ევროპარლამენტის წარმომადგენლები იღებდნენ. კონფერენციის მიზანი იმ შესაძლებლობების განხილვა იყო, რომელიც ხელოვნურ ინტელექტსა და ისეთ ინდუსტრიებს აკავშირებს, როგორიცაა შემოქმედება და კულტურა, განათლება, ჯანდაცვა, საჯარო მმართველობა და ა.შ.
კონფერენციაში ასევე მონაწილეობდა გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე სალომე ქურასბედიანი”,- ნათქვამია ინფორმაციაში.

ასევე დაგაინტერესებთ