დავით სონღულაშვილი – ჩვენი მიზანია, საერთაშორისო პარტნიორებთან თანამშრომლობით, გაიზარდოს ქვეყნის როლი და გავლენა გლობალურ ასპარეზზე

ჩვენი მიზანია, საერთაშორისო პარტნიორებთან თანამშრომლობით, გაიზარდოს ქვეყნის როლი და გავლენა გლობალურ ასპარეზზე, რათა საქართველო იყოს ღირსეული და სანდო პარტნიორი სხვადასხვა ეკონომიკური თანამშრომლობის ფარგლებში, – ამის შესახებ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრობის კანდიდატმა დავით სონღულაშვილმა განაცხადა.
აღნიშნული განცხადება მან საფინანსო-საბიუჯეტო, დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის, აგრარულ საკითხთა, გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების და რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტების ერთობლივ სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას გააკეთა.
მისი თქმით, მიზნის მისაღწევად აუცილებელია რეფორმების გაგრძელება, ქვეყნის რესურსებისა და პოტენციალის სრული გამოყენება.
„საქართველო ჩამოყალიბდება როგორც ეკონომიკურად ძლიერი, ინფრასტრუქტურულად განვითარებული ევროპული სახელმწიფო, რომელიც გააერთიანებს და გამოიყენებს არსებულ პოტენციალს, ყველა შესაძლებლობას და საერთაშორისო ურთიერთობებს, ქვეყნის უკეთესი მომავლისთვის“, – განაცხადა სონღულაშვილმა.
მინისტრობის კანდიდატმა საქართველოს პარლამენტსა, იმ ოლქს (გურჯაანის, საგარეჯოს, სიღნაღისა და დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტები), რომლის მაჟორიტარი დეპუტატიც იყო და თითოეულ თანამშრომელს მადლობა გადაუხადა და მეთერთმეტე მოწვევის პარლამენტს წარმატებები უსურვა.
„დარწმუნებული ვარ, პარლამენტის განსაკუთრებული მხარდაჭერის და ჩემი მხრიდანაც, ჩვენი სამინისტროს მხრიდანაც თავისთავად ცხადია, თითოეულ საკითხთან დაკავშირებით აქტიური თანამშრომლობა გვექნება როგორც კერძო სექტორთან, ასევე თითოეულ შესაბამის კომიტეტთან, რომლის საკითხებზეც გვექნება აქტიურად სამუშაო. წარმატებები თითოეულ თქვენგანს და დიდი მადლობა კიდევ ერთხელ“, – განაცხადა დავით სონღულაშვილმა.

ასევე დაგაინტერესებთ

დავით მათიკაშვილი სააკაშვილის განცხადებაზე – ნაცვლად იმისა, რომ მოინანიოს საკუთარი და მისი სისტემის მიერ ჩადენილი დანაშაულები, ის ეცადა კვლავ თავის გამართლებას, ისევ ტყუილებით და უსინდისობით ცდილობს საზოგადოებას თვალებში ნაცარი შეაყაროს

„გახარია საქართველოსთვის“ – როცა სახელმწიფოები ეროვნული ინტერესების განმტკიცებაზე არიან კონცენტრირებულნი, საქართველო კარგავს სტრატეგიულ მნიშვნელობას – აუცილებელია ერთობლივი ძალისხმევა, რათა საერთაშორისო დღის წესრიგში დავბრუნდეთ