დავით სიმონია: თავისუფლების მეტროსთან პოლიციაა ჩასაფრებული. რესტორნებიდან ხინკლის სუნი და რუსული ხორხოცი გამოდის. პროტესტის 326-ე დღე

გრაფიკული დიზაინერი და ილუსტრატორი დავით სიმონია:
რუსთაველის ტროტუარზე ხალხი შემჭიდროვებულია. ახლო-ახლოს დგანან. ერთმანეთის თვალებიც ახლო-ახლოს აქვთ. მანდ ეძებენ მხნეობას და იმედს. მზერას მადლიერება და მოკრძალებული ღიმილი მოყვება. მადლობა უნდა იყოს ახლოს ყოფნისთვის, გამაგრებისთვის, თანაგრძნობისთვის, მაგრამ შეიძლება მეტისთვისაცაა, არ ვიცი.
თვალებში შეფარული შცაა. ღელავენ გზაზე მდგომებზე, დაჩქარებულ ბოროტებაზე, დაკავებულებზე. ყველაზე ხმამაღლა და ხშირად მაინც გულიანი სიცილი ისმის. თითქოს ამდენი ადამიანი ერთბაშადაა შეყვარებული და როგორც შეყვარებულებს, დარდიც ტკბილი აქვთ.
ქაშვეთთან, რუსთაველის თეატრისკენ, თავისუფლების მეტროსთან პოლიციაა ჩასაფრებული. რესტორნებიდან ხინკლის სუნი და რუსული ხორხოცი გამოდის.
პროტესტის 326-ე დღე.