დავით ონოფრიშვილი – 2023 წელს, სადაზღვევო კომპანიების ჯამურმა შემოსავალმა 1 მლრდ ლარს გადააჭარბა

2023 წელს, სადაზღვევო კომპანიების ჯამურმა შემოსავალმა 1 მლრდ ლარს გადააჭარბა, – ამის შესახებ დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის უფროსმა, დავით ონოფრიშვილმა ბრიფინგზე განაცხადა, სადაც 2023-ის წინასწარი შედეგები შეაჯამა.
მისივე თქმით, გასულ წელს გაიზარდა სადაზღვევო კომპანიების წმინდა მოგება, აქტივები და კაპიტალი.
„ჩვენთვის ცნობილია 11 თვის ციფრები. მე-12 თვის პროგნოზი ჩვენით არის გაკეთებული და ალბათ, დიდად არ შეიცვლება, როცა ჩვენ საბოლოო მონაცემებს წარმოვადგენთ სავარაუდოდ, მარტის ბოლოს.
პირველად მოხდა, რომ საქართველოს სადაზღვევო კომპანიებმა შემოსავლებმა, ჯამურად 1 მლრდ ლარს გადააჭარბა. 2022 წელს იყო 910 მლნ ლარი, 2023 წელს ჩვენი საპროგნოზო მონაცემებით ეს იქნება 1 მლრდ 50 მლნ ლარი. ეს რეალურად გვიჩვენებს, რომ ბაზარი გაიზარდა, კომპანიების შემოსავლები გაიზარდა.
ასევე, გაიზარდა წმინდა მოგება, ესეც საპროგნოზო იქნება. 2022 წელს იყო 39 მლნ ლარი, 2023 წელს სავარაუდოდ, 70 მლნ ლარამდე იქნება წმინდა მოგება კომპანიების.
სადაზღვევო მოგებაც ასევე, 2023 წელს სავარაუდოდ, 250 მლნ ლარი იქნება. ასევე, გარკვეულწილად გაიზარდა სადაზღვევო კომპანიების აქტივები და კაპიტალი,“ – განაცხადა დავით ონოფრიშვილმა.

ასევე დაგაინტერესებთ

რომან გოცირიძე: ქვემოთ მომყავს იმის დამადასტურებელი სურათი, რომ მართლაც მხოლო 95 ადამიანმა მოიწონა, არა და “იმედში” 500 კაცი მუშაობს, ხოლო მთელ ჰოლდინგში ათსზე მეტი. ამაზე სამარცხვინო ამბავი რა უნდა შეგემთხვეს?

მეუფე იაკობი: თან გვაბრალებენ… ისევე, როგორც ეკლესიას რუსობას გვაბრალებენ, თვითონ არიან რუსებიც და ყველაფერი თვითონ არიან, რასაც გვაბრალებენ. ქრისტიანები თუ ხართ ხელისუფლებაში, შერიგებაზე ვიფიქროთ…