დავით ნიკურაძე: შეგიძლიათ, ვაშინგტონის მოლაპარაკების სიღრმეებში არც ჩახვიდეთ. ქოცების რეაქციებს დააკვირდით და მიხვდებით, კარგი რამ ხდება თუ ცუდი

ჟურნალისტი დავით ნიკურაძე:
შეგიძლიათ, ვაშინგტონის მოლაპარაკების სიღრმეებში არც ჩახვიდეთ. ქოცების რეაქციებს დააკვირდით და მიხვდებით, კარგი რამ ხდება თუ ცუდი. ეს რეაქციები არის შემდეგი:
1. ისტერიულად აზიარებენ ფეიკ ფოტოს, თითქოს ევროპელი ლიდერები დაღონებული სახეებით სხედან თეთრი სახლის დერეფანში. (ოღონდ იმ დონის დაჩოჩებულები არიან, ტანსაცმლის ფერიც ვერ დასვეს ყალბ ფოტოზე 😁)
2. ამ კონკრეტულ ამბავში ადიდებენ ს როლს და ირწმუნებიან, რომ ევროპაში მშვიდობა მისი მეოხებით ისადგურებს (არ ვხუმრობ 😀)
3. დარწმუნებულები არიან, რომ ტრამპს ფონ დერ ლაიენის გვარის ერთი ასო შეეშალა და ამით ევროპას უთხრა “თქვენ ვინ ჩემი ფეხები ხართო”.
ოღონდ გთხოვთ, არ დასცინოთ, ჭკუა არ დაარიგოთ და არც უთხრათ, შემდეგში ცოტა ადეკვატური პოსტები დადონ. აზრი არ აქვს. It’s… it’s just a scientific impossibility.