დავით ნიკურაძე: თუ რა უბედურებას გამოიწვევს ევროპასთან უვიზო მიმისვლის შეჩერება ეკონომიკური და პოლიტიკური თვალსაზრისით, ამაზე ბევრი დაწერეს და მეც აუცილებლად დავწერ

ჟურნალისტი დავით ნიკურაძე:
ოცნება და დაფინანსებული ტროლები ისტერიულად ამტკიცებენ, რომ უვიზო მიმოსვლის შეჩერება, მხოლოდდამხოლოდ მოქალაქეების რიგში დგომას გამოიწვევს, სამაგიეროდ დაცული იქნება ჩვენი დამოუკიდებლობა, ნამუსი, სინდისი და რაც ყველაზე მთავარია – ტრაკი.
თუ რა უბედურებას გამოიწვევს ევროპასთან უვიზო მიმისვლის შეჩერება ეკონომიკური და პოლიტიკური თვალსაზრისით, ამაზე ბევრი დაწერეს და მეც აუცილებლად დავწერ. ეს ცალკე თემაა – ამოუწურავი.
ახლა უბრალოდ სავიზო პროცედურებზე მოგიყვებით.
ევროპაში გასამგზავრებლად:
1. ავსებ სავიზო აპლიკაციას.
2. აგროვებ დოკუმენტებს. არა მხოლოდ სამოგზაურო დაზღვევას და სასტუმროს ჯავშანს, ხელფასის ცნობასაც. თუ არ მუშაობ, გაქვს დაბალი შემოსავალი და არ გიფიქსირდება თვეების მანძილზე ანგარიშზე სოლიდური თანხების ბრუნვა, დიდი ალბათობით უარს მიიღებ. ევროპაში მოგზაურობა და ზოგადად მოგზაურობა, ყველამ ვიცით, რომ გაჭირვებული ხალხისთვის არ არის.
3. იხდი სავიზო მოსაკრებელს. თუ დასასვენებლად ოჯახი მიდის, ეს თანხა საკმაოდ მაღალია – რამდენიმე ასეული ევრო. ერთი ვიზა 90 ევრო ღირს.
4. იკავებ საკონსულოში გასაუბრების რიგს, რომელიც შესაძლოა კვირები და თვეები გაგრძელდეს და აუცილებლად ასე იქნება, რადგან ვიზის უამრავი მთხოვნელი გვეყოლება.
რა შემთხვევაში იღებ ვიზაზე უარს:
1.არასწორად შევსებული ან არასრული განაცხადი. აპლიკაციაში გამოტოვებული ველები, ხელმოწერის არარსებობა, არასწორი თარიღები ან არასრულად წარდგენილი დოკუმენტები.
2. ფინანსური შესაძლებლობების დაუმტკიცებლობა. აუცილებელია დაადასტუროთ, რომ მოგზაურობისა და დაბრუნებისთვის საკმარისი თანხა გაქვთ. საეჭვო ან გაუგებარი საბანკო ამონაწერები უარის თქმას გამოიწვევს.
3. მოგზაურობის მიზნის ბუნდოვნება. თუ არ გაქვთ მკაფიოდ წარმოდგენილი ვიზიტის მიზანი (ტურიზმი, ბიზნესშეხვედრა, ნათესავთან ვიზიტი), ან თუ წარდგენილი დოკუმენტები ურთიერთგამომრიცხავია.
4. სამშობლოში დაბრუნების გარანტიის არარსებობა. აუცილებელია დაადასტუროთ, რომ აუცილებლად დაბრუნდებით – მაგალითად, თუ საქართველოში გაქვთ მუდმივი სამსახური, ოჯახი ან უძრავი ქონება.
5. წარსულში ვიზის ან საიმიგრაციიო წესების დარღვევა. თუ ადრე გქონდათ უარი ვიზაზე ან უკანონოდ ყოფნა ევროპაში, ეს ხშირ შემთხვევაში ვიზაზე უარის საფუძველია.
6. გაყალბებული დოკუმენტაცია. ყალბი ბილეთები, ჯავშნები, ბანკის ამონაწერები ან სხვა გაყალბებული დოკუმენტები ვიზაზე სამუდამო უარს გამოიწვევს.
7. უსაფრთხოების რისკი ან შენგენის საინფორმაციო სისტემაში (SIS) დაფიქსირებული პრობლემა. თუ არსებობს ეჭვი, რომ თქვენი ყოფნა ევროპაში საფრთხეს შეუქმნის უსაფრთხოებას ან წესრიგს, ვიზაზე აუცილებლად უარი იქნება.
8. წარსული მოგზაურობის გამოცდილების არარსებობა.
თუ უცხოეთში თქვენი პირველი ვიზიტია და არ გაქვთ მგზავრობის ისტორია, საკონსულოსთვის შესაძლოა ნაკლებად სანდო ჩანდეთ.
9. თუ საკონსულო ჩათვლის, რომ წინააღმდეგობრივ და ურთიერთგამომრიცხავ ინფორმაციას აწვდით.
10. თუ ვიზის ოფიცერმა კიდევ სხვადასხვა მიზეზით მიიჩნია, რომ ვიზის ღირსი არ ხართ. ვიზის მიღება პრივილეგიაა და არა თქვენი უფლება. გადაწყვეტილების მიღება სავიზო ოფიცერს აქვს მინდობილი, რომლის უფლებამოსილებაში ვერავინ ჩაერევა.
მოკლედ, საქართველოში კიდევ უფრო ჩამობნელდება და მეტიც, სამომავლოდ სხვა ქვეყნებთანაც დავკარგავთ უვიზო მიმოსვლას. ვშიშობ, თურქეთთანაც.
თურქეთის ევროკავშირთან ინტეგრაციის რა ტემპსაც ჩვენ ახლა ვუყურებთ, თურქები დიდი ალბათობით მიიღებენ ევროპასთან უვიზო მიმოსვლას. შემდეგ კი ევროკავშირის მოთხოვნით, საკუთარ საიმიგრაციო კანონმდებლობას ევროკავშირის კანონმდებლობასთან მოიყვანენ სინქრონიზაციაში და სავიზო რეჟიმს დაუწესებენ ბევრ ისეთ ქვეყანას, რომელსაც ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლა არ ექნება. მით უმეტეს, უშუალოდ ესაზღვრებიან შენგენის ზონას და ამას უსაფრთხოება მოითხოვს. განსხვავებით ქოცებისგან, რომლებმაც ევროკავშირის არაერთი მოთხოვნის მიუხედავად, უვიზო მიმოსვლა მესამე ქვეყნებს არ შეუწყვიტეს, ანკარა ასე არ მოიქცევა. არავინ მოიტყუოს თავი, რომ ჩვენთან ეკონომიკური კავშირების ან ჩვენი ლამაზი თვალების გამო შეიკავებენ ჩვენთვის სავიზო რეჟიმის დაწესებისგან თურქები თავს. ეს ჩვენთვის არის თურქეთი მთავარი სავაჭრო პარტნიორი, თორემ სავაჭრო პარტნიორების სიის თავში მათ გერმანია, , ბრიტანეთი, იტალია და საემიროები ჰყავთ.
გარდა ამისა, თურქები განსაკუთრებით უფრთხილდებიან თავიანთ მონაპოვარს და არც საკუთარ ხალხს აგიჟებენ, რომ თურმე დასავლეთთან ინტეგრაციის საპირწონედ, სასწორზე კაცის უხმარი ტრაკი დევს.
ნუ დაბოლდებით და იმოქმედეთ. უვიზო მიმოსვლის დაკარგვით თავისუფლებას ვასამარებთ.

ასევე დაგაინტერესებთ

ევროკავშირის პრესსპიკერი – პაველ ჰერჩინსკის ევროკავშირის სრული ნდობა და მხარდაჭერა გააჩნია – ყველა პოლიტიკურ აქტორს მოვუწოდებთ, თავი შეიკავონ დეზინფორმაციის გავრცელებისგან, თავი აარიდონ წამაქეზებელ პერსონალურ თავდასხმებს, ევროპული მომავლისთვის იმუშაონ

ევროკავშირის პრესსპიკერი – ევროკავშირი მტკიცედ უარყოფს და გმობს საქართველოს ხელისუფლების დეზინფორმაციასა და უსაფუძვლო ბრალდებებს საქართველოში ევროკავშირის როლთან დაკავშირებით