დავით მორგოშია საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის პირველ მოადგილეს შეხვდა

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის მინისტრი დავით მორგოშია საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის პირველ მოადგილეს ნინო ენუქიძეს შეხვდა. ამის შესახებ ინფორმაციას ს ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა ავრცელებს.
მხარეებმა სამინისტროებს შორის მომავალი თანამშრომლობის პერსპექტივაზე ისაუბრეს.
„ყურადღება გამახვილდა აფხაზეთის სახელოვნებო სასწავლებლებში არსებულ ინფრასტრუქტურულ პრობლემებზე და მათი გადაწყვეტის გზებზე.
შეხვედრას საქართველოს სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარის მოადგილე ირაკლი შენგელია და აფხაზეთის კულტურის, სპორტის და ახალგაზრდულ საქმეთა სააგენტოს დირექტორი ანი კიტია ესწრებოდნენ“, – ნათქვამია ინფორმაციაში.