დავით მორგოშია აფხაზეთის კულტურის სფეროს წარმომადგენლებს შეხვდა

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის მინისტრმა დავით მორგოშიამ ვალერი არქანიას არტგალერეაში მორიგი გაცნობითი ხასიათის შეხვედრა ს შემოქმედებით კოლექტივებთან გამართა. აღნიშნულთან დაკავშირებით ინფორმაციას აფხაზეთის მთავრობა ავრცელებს.
მათი ცნობით, შეხვედრაზე კულტურის სფეროს წარმომადგენლებმა საკუთარ შემოქმედებით საქმიანობასა და სამომავლო გეგმებზე ისაუბრეს. ასევე, ყურადღება გაამახვილეს აფხაზეთის კულტურის განვითარებისთვის აუცილებელ საჭიროებებზე, ახალი პროექტების დაფინანსებაზე, ახალგაზრდების ხელშეწყობის აუცილებლობაზე და სხვა პრიორიტეტულ საკითხებზე.
„აფხაზეთის მთავრობის სამოქმედო გეგმა სამშვიდობო პოლიტიკას, სახალხო დიპლომატიას ეყრდნობა, რომლის განუყოფელი ნაწილიცაა კულტურა – ლიტერატურა და ხელოვნება. ამ თვალსაზრისით კულტურის ენას, კულტურათა დიალოგს მნიშვნელოვანი სიტყვა ეკუთვნის. დღევანდელი შეხვედრის შემდეგ, იმედი მრჩება, რომ ჩვენ ნაყოფიერად ვითანამშრომლებთ და ამ სფეროში არსებულ ხარვეზებს ერთობლივად აღმოვფხვრით“, – განაცხადა დავით მორგოშიამ.
შეხვედრას აფხაზეთის თეატრების, ანსამბლების და კაპელას ხელმძღვანელები, ასევე მწერლები, მხატვრები, მუსიკოსები, მსახიობები, სამინისტროს თანამშრომლები და კულტურის სფეროს წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

ასევე დაგაინტერესებთ

საკონსტიტუციო სასამართლო „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონთან დაკავშირებით მოსამართლეების – თეიმურაზ ტუღუშისა და გიორგი კვერენჩხილაძის განსხვავებულ მოსაზრებას აქვეყნებს

არასამთავრობო ორგანიზაციები – საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება, არ შეაჩეროს რუსული კანონის მოქმედება, მოკლებულია სამართლებრივ დასაბუთებას – მოსამართლეთა მხრიდან კონსტიტუციის ღალატს წარმოადგენს