დავით მაღრაძე: შამანაურის თემაც იყო, გასაგებია. ჩაიდინა მაგან რაღაც მართლსაწინააღმდეგო ქმედება, დუშეთში ჩაამტვრია შუშები

ექსპერტიზის ბიუროს ფსიქიატრიული ექსპერტიზის დეპარტამენტის უფროსი „ფორმულასთან“ ინტერვიუში ნაზი შამანაურის მკურნალ ექიმს „კრისტალურ ადამიანს“ უწოდებს და ამბობს, რომ ჟურნალისტის დიაგნოზი გაყალბებული არ ყოფილა.
„შამანაურის თემაც იყო, გასაგებია. ჩაიდინა მაგან რაღაც მართლსაწინააღმდეგო ქმედება, დუშეთში ჩაამტვრია შუშები. დაინიშნა ექსპერტიზა და გამოკვლევის დროს ისეთი სიმპტომები ჰქონდა მაგას, რომ იცით რაა, მაგან მეო კომუნისტური სიწმინდისთვის ვიბრძვიო, იმიტომ რომ ლენინური სიწმინდე დაკარგა პარტიამო, დუშეთის რაიკომმაო. ის ცოტა სხვანაირი დისიდენტი იყო. დისიდენტი მინუსით. როგორ უნდა გააგზავნო ეგეთი ადამიანი ციხეში და სასამართლოზე, ასეთი პარაფრენიული ბოდვის მქონე ადამიანი. ქალთა განყოფილებაში, სადაც ეგ იწვა მისი მკურნალი ექიმი იყო მზია გოგიჩაიშვილი, კრიტალური ადამიანი, ვინ გაბედავდა ქალის წამებას, ვინ გაბედავდა საერთოდ ადამიანის წამებას“ — თქვა დავით მაღრაძემ