დავით მაღრაძე: მაქვს ქართველი ხალხის ძალიან დიდი იმედი

ამონარიდი. წყარო

– ევროკავშირის ოთხი ქვეყანა: , ნიდერლანდი, ჩეხეთი და შვედეთი საქართველოს მოქალაქეებისთვის უვიზო რეჟიმის შეჩერებას მოითხოვენ იმ შემთხვევაში, თუ საქართველოს ხელისუფლება აღნიშულ კანონს მიიღებს. ამას გარდა, -იც სანქციებს უწესებს საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებს…

– თუ არჩევანი სანქციებსა და მეორე ფრონტს შორის არის გასაკეთებელი, მეორე ფრონტის სასარგებლოდ ვერ გაკეთდება არჩევანი! საქართველო უპირველეს ყოვლისა! აშშ-ის სანქციები უკვე ტრაგიკომიკურ სამყაროში გადადის, განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც ჰააგის სასამართლოს დასანქცირება დააპირეს, რასაც უკვე პრინციპული პროტესტი მოჰყვა საფრანგეთიდან. რას წარმოადგენს ეს სანქციები, უკვე აღარ ვიცი. რაც კი ქვეყანაზე სანქციებია, ყველა დაუწესეს რუსეთს, მაგრამ მათთან ომში წარმატებას ვერ მიაღწიეს. იმის ნაცვლად სანქციებს დაესუსტებინა , როგორც ჩანს, უფრო გააძლიერა. სანქციები სანქციებად რჩება და რუსეთთან ვაჭრობა არ შეუწყვეტია არც ამერიკას და არც ევროპას – ესაა რეალობა, ოღონდ ამის დანახვა საქართველოს და სხვა ყველას აკრძალული ჰქონდათ. საქართველოს დღეს ემუქრებიან და კრიტიკის ქარცეცხლში ატარებენ, ვინაიდან ეს დაინახა.

– ქართული მეზობლობის ამბავი კი ვიცით, მაგრამ რუსები როგორ გვემეზობლებიან?

– ჯერჯერობით ოკუპირებულია საქართველოს მიწა-წყალი. ამ ფაქტის წინაშე დიდი ხანია ვდგავართ. ვფიქრობ, ეს ცვლილებები, მრავალპოლუსიანი სამყარო, საქართველოს ინიციატივები ეროვნულ ინტერესებზე ზრუნვასთან დაკავშირებით, მრავალ ფრონტზე გვიქადის სასარგებლო პერსპექტივებს, მათ შორის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის მიმართულებითაც. ბუნებრივია, სამყაროში დიდ პატივისცემას იწვევს ის ფაქტი, როდესაც არა დიდი ძალმოსილების ქვეყანა ხდება სამაგალითო თავის ეროვნულ ინტერესებზე ზრუნვით, როდესაც უფრო ძლიერი ქვეყნები ჯერ კიდევ ვერ ბედავენ ამას. მაგრამ იმედია, ეს კანონი მართლა მიიღებს ჯაჭვურ რეაქციას, რომლის დასტურიც არის საფრანგეთის სენატის ორატორების სიტყვები და სენატის გადაწყვეტილება.

– არ გეჩვენებათ, რომ ქვეყანა ქაოსის საფრთხის წინაშე დგას?

– ქაოსის მცდელობები იყო “გავრილოვის ღამე”, შემდეგ ერთხელ “არა რუსულ კანონს”, ახლა მეორედ “არა რუსულ კანონს”. რა თქმა უნდა, ეს მცდელობები არის, ძირითადად, წაქეზებული და დაფინანსებული გარედან, უკვე ნიღბები ჩამოყრილია, აღარავინ მალავს, ვინ აფინანსებს ამათ და ვინ აქეზებს. სწორედ ის ხალხი, ვინც პოლარიზაციას გვსაყვედურობდა, აღვივებს პოლარიზაციას საქართველოში. მაგრამ მე მაქვს ქართველი ხალხის ძალიან დიდი იმედი. ილიასეული ტრიადა, “მამული, ენა, სარწმუნოება” არ ექვემდებარება ცვლილებას, თუნდაც მთელი ევრობიუროკრატია ყირაზე დადგეს.

– სად არის გამოსავალი, რომ ქვეყანამ მშვიდ რეჟიმში გააგრძელოს ცხოვრება? იქნებ გამოსავალი ამ კანონის უკან წაღებაა?

– არა, ქართული სახელმწიფოს პოზიცია ახლა უნდა იყოს სიმტკიცე და დიალოგის ბილიკი. ამ სიმტკიცეს დააფასებს ხვალ ბევრად მეტი ხალხი, როგორც საზოგადოებაში, ასევე ბიუროკრატიაში. ტენდენცია რადიკალურად შეიცვლება. კანონს ექნება ჯაჭვური რეაქცია, შტატები ვერ შეაჩერებს ამას და სწორედ ამიტომ უფრთხის ასე ძალიან პრეცედენტს. უკვე ამბიციადაბრუნებულ ევროპასთან ჩვენ გვექნება ძალიან კარგი ურთიერთობა ვიზალიბერალიზაციითაც, კულტურული თანაცხოვრებითაც. ევროპა იღვიძებს, ევროპა იბრუნებს თავის ისტორიულ ამბიციას და ხვალ ამ ევროპასთან გვექნება მჭიდრო და საუკეთესო ურთიერთობა.

ასევე დაგაინტერესებთ