დავით მათიკაშვილმა სუამ-ის საპარლამენტო ასამბლეის სესიაში მიიღო მონაწილეობა

სუამ-ის საპარლამენტო ასამბლეაში საქართველოს საპარლამენტო დელეგაციის ხელმძღვანელმა, დავით მათიკაშვილმა სუამ-ის საპარლამენტო ასამბლეის კომიტეტების, ბიუროს და სესიის მუშაობაში მონაწილეობა მიიღო. ინფორმაციას საქართველოს პარლამენტი ავრცელებს.
მათივე ცნობით, შეხვედრები ვირტუალურ ფორმატში გაიმართა. შეხვედრებში უკრაინის, აზერბაიჯანისა და მოლდოვას ეროვნული საპარლამენტო დელეგაციების წარმომადგენლები მონაწილეობდნენ.
სესიაზე რეგიონში არსებული უსაფრთხოებისა და ტერიტორიული მთლიანობის საკითხები განიხილეს. დავით მათიკაშვილმა კოლეგებს საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ ვითარებაზე ინფორმაცია მიაწოდა.
„სამხედრო გაძლიერების პარალელურად, რუსეთმა გააფართოვა მცდელობა, რომ ოკუპირებული რეგიონების სოციალური, ეკონომიკური, პოლიტიკური, სამხედრო, სასამართლო და სხვა სფეროები ს გავლენის ქვეშ მოაქციოს. მუდმივად ირღვევა ადამიანის უფლებები, იტაცებენ და უკანონო პატიმრობაში ამყოფებენ საქართველოს მოქალაქეებს სხვადასხვა, მათ შორის, ე.წ. საზღვრის უკანონო კვეთის ბრალდებით, სკოლებიდან და საბავშვო ბაღებიდან მთლიანად ამოღებულია ქართული ენის სწავლება და სხვა ფაქტები, რომლებიც ოკუპირებული ტერიტორიების აქტიურ რუსიფიკაციას აძლიერებს”, – აღნიშნა დავით მათიკაშვილმა.საკუთარ გამოსვლაში დავით მათიკაშვილმა ში მიმდინარე რუსულ აგრესიაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ომი არა მხოლოდ უკრაინის, არამედ მთლიანად ევროპის კონტინენტის უსაფრთხოებისთვის დიდ გამოწვევას წარმოადგენს.
დავით მათიკაშვილმა საქართველოსთვის ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მინიჭებაზე ისაუბრა და უკრაინასა და მოლდოვას გაწევრების მოლაპარაკების დაწყება მიულოცა.
2024 წელს სუამ-ის საპარლამენტო ასამბლეას აზერბაიჯანი უხელმძღვანელებს.

ასევე დაგაინტერესებთ

ტატა ხვედელიანი თორნიკე რიჟვაძის საქმეზე – „ქართული ოცნების“ რიგებში არსებულ კლანურ ბრძოლებს, კრიმინალური გარჩევები დაემატა – ხალხს მათ მიერვე მოპარული ფულის განაწილებას აყურებინებენ, რაც კრიმინალური გარჩევებით ხდება

ლალი აფციაური – დღეს რომ ბატონი თორნიკეს სიცოცხლე შენარჩუნებულია, ეს არის ბატონი ალექსის დამსახურება – დროულად და უსწრაფესად იმოქმედა, სასწრაფოსაც კი არ დაელოდა, საკუთარი მანქანით გადაიყვანა

აქციებზე დაკავებული 8 პირის საქმის მოწმე პოლიციელის განცხადებით, აქციის მიმდინარეობისას ე.წ. პულივიზატორის ბოთლი კეფაში მოხვდა და დაზიანება მიიღო, თუმცა ნივთის მსროლელი არ დაუნახავს