დავით მათიკაშვილი Human Right Watch -ს დასკვნაზე: როდესაც ფაქტების არასწორი ინტერპრეტაციით, ტყუილებით საკუთარ ავტორიტეტს არ უფრთხილდება ორგანიზაცია, ყველა მისი სიტყვა, რა თქმა უნდა, ეჭვს ბადებს შემდგომში

დავით მათიკაშვილი Human Right Watch -ს დასკვნაზე: როდესაც ფაქტების არასწორი ინტერპრეტაციით, ტყუილებით საკუთარ ავტორიტეტს არ უფრთხილდება ორგანიზაცია, ყველა მისი სიტყვა, რა თქმა უნდა, ეჭვს ბადებს შემდგომში
როდესაც ფაქტების არასწორი ინტერპრეტაციით, ტყუილებით საკუთარ ავტორიტეტს არ უფრთხილდება ორგანიზაცია, ყველა მისი სიტყვა, რა თქმა უნდა, ეჭვს ბადებს შემდგომში, – განაცხადა საპროცედურო საკითხთა და წესების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე, უმრავლესობის წევრმა დავით მათიკაშვილმა ადამიანის უფლებების დაცვის საერთაშორისო ორგანიზაციის, Human Right Watch -ს მიერ გამოქვეყნებულ დასკვნაზე საუბრისას.
„კარგად გვახსოვს დამნაშავე ს მიმართ რა ფრაზები იყო ამ ორგანიზაციის, ასე ვთქვათ, რეცენზიებში და რა ეწერა იქ, თურმე ქართული სამართალდამცავი სისტემა როგორ ეპყრობოდა სააკაშვილს, სასტიკად, აწამებდა და ა.შ.
ეს ყველაფერი, რა თქმა უნდა, განულდა ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებებით, თუმცა ამ ჭრილში ბოდიში ან რაღაც სინანული იმასთან დაკავშირებით, რომ რეალურად Human Right Watch ატყუებდა მაშინ საზოგადოებას, არ გამოთქმულა“, – აღნიშნა დავით მათიკაშვილმა.

ასევე დაგაინტერესებთ

გერმანიის ელჩი საქართველოში პირდაპირ უხეშად არღვევს ვენის კონვენციას, ყველანაირ დიპლომატიურ სტანდარტს და როგორც იქნა, აღმოჩნდა ევროპაში პარტია, ამ შემთხვევაში ალტერნატივა გერმანიისთვის, რომელმაც ჯანსაღი კითხვები დასვა ამ ყველაფერთან დაკავშირებით

სპეკულაციებია, რომ პროფესორებს გაუშვებენ და ა.შ, არათუ გაშვებაზეა საუბარი, დამატებითი რესურსია საჭირო იმისათვის, რომ ეს რეფორმა წარმატებით განხორციელდეს, არასწორი მოლოდინები და შიშები არავინ უნდა შექმნას

დემოკრატიული სისტემის გაჯანსაღება გააძლიერებს ჩვენს საგარეო პოლიტიკურ პოზიციებს, დღეს, ვიღაცებს აქვთ იმედი, რომ ანტისახელმწიფოებრივი ძალების მეშვეობით, რაღაცას ააყირავებენ ამ ქვეყანაში, რაც ვერც ერთხელ ვერ გააკეთეს