დავით მათიკაშვილი – ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ გაჯანსაღდეს პოლიტიკური ველი იმ პოლიტიკურად დაბინძურებული მოცემულობისგან, რაც არის „ნაცმოძრაობის“ რადიკალიზმისა და ექსტრემიზმის შედეგად საქართველოში

ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ გაჯანსაღდეს პოლიტიკური ველი იმ პოლიტიკურად დაბინძურებული მოცემულობისგან, რაც არის „ნაცმოძრაობის“ რადიკალიზმისა და ექსტრემიზმის შედეგად საქართველოში, – ამის შესახებ ჟურნალისტებს „ქართული ოცნების“ დეპუტატმა, დავით მათიკაშვილმა დაგეგმილ საკანონმდებლო ცვლილებებთან დაკავშირებით განუცხადა,
მისივე თქმით, იქნება კონკრეტული სია ადამიანებისა, რომელთა კონკრეტული ქმედებაც წლების განმავლობაში პარტიულ ჭრილში სცილდებოდა საკონსტიტუციო პრინციპებსა და დანაწესებს.
„რაც შეეხება პარტიების აკრძალვის კანონპროექტს, არაერთხელ გვითქვამს, რომ ჩვენ ჩამოვაყალიბებდით სარჩელს იმგვარად, რომ კოლექტიური „ნაცმოძრაობის“ მთლიან რესურსში მოაზრებული ყველა ძალა იქნებოდა მოთხოვნის ობიექტი. ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ გაჯანსაღდეს პოლიტიკური ველი იმ პოლიტიკურად დაბინძურებული მოცემულობისგან, რაც არის „ნაცმოძრაობის“ რადიკალიზმისა და ექსტრემიზმის შედეგად საქართველოში. ვხედავთ გამოცდილებას ევროპული ქვეყნებისა და გვესმის ის, რომ რეალურად ექსტრემიზმს, რადიკალიზმს სჭირდება სათანადო სამართლებრივი პოზიციები და სამართლებრივი მიდგომა, როგორც ეს არის გათვალისწინებული დემოკრატიულ და წამყვან ევროპულ ქვეყნებში. ამიტომაც სარჩელი წარედგინება საკონსტიტუციო სასამართლოს. იქნება კონკრეტული სია ადამიანებისა, რომელთა კონკრეტული ქმედებაც წლების განმავლობაში პარტიულ ჭრილში სცილდებოდა საკონსტიტუციო პრინციპებსა და დანაწესებს. რა თქმა უნდა, საბოლოოდ არის საკონსტიტუციო სასამართლოს გადასაწყვეტი სარჩელის თემატიკა, თუმცა მიგვაჩნია, იმდენად მტკიცებულებით არის გაჯერებული სარჩელი, რომ ძნელად წარმოგვიდგენია, ამ სარჩელზე უარი ითქვას არამხოლოდ საქართველოს, არამედ ნებისმიერი საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ.
რაც შეეხება შეკრებას, ის მოცემულობა, რომელიც რადიკალიზმმა შექმნა ჩვენს დედაქალაქში არის სრულიად წარმოუდგენელი. ერთი მუჭა, რამდენიმე ათეული ადამიანი პრაქტიკულად ახდენს ზეწოლას საქართველოს მთელს მოსახლეობაზე. დედაქალაქის როგორც მკვიდრ მოსახლეობაზე, ასევე სტუმრებზე. რეალურად, ეს ყველაფერი უნდა დასრულდეს. იყო მიღებული შესაბამისი საკანონმდებლო დანაწესები, რომელიც გულისხმობდა ჯარიმის სისტემის კიდევ უფრო მეტად შემოღებასა და დაწესებას, თუმცა ამ ყველაფერმა ისეთი ეფექტი ვერ გამოიღო, რომელიც არის სასურველი. ამიტომაც ბუნებრივია სახელმწიფო მის დემოკრატიული განვითარების გზაზე წინ აღუდგება ისეთ გამოწვევებს, რომელიც არსებობს. პატიმრობის სანქციის დაწესება ერთ მიზანს ემსახურება, ეს არის იმ კანონსაწინააღმდეგო პროცესების დასრულება, რომელმაც მოიცვა ჩვენი დედაქალაქი და სინამდვილეში არანაირი რესურსი და მიზანი არ გააჩნია“,- განაცხადა დავით მათიკაშვილმა.

ასევე დაგაინტერესებთ

ნორვეგიის საგარეო საქმეთა მინისტრი – თბილისის პროტესტზე ელინა ვალტონენის გამოჩენა არ აკნინებს არც თავმჯდომარის მიუკერძოებელ როლს და არც პრინციპული დიალოგის მნიშვნელობას – სრულიად ვუჭერთ მხარს მის მანდატს