დავით მათიკაშვილი – ყველა ის რესურსი, რომლითაც სარგებლობენ რადიკალები, იქნება ეს ქვეყნის შიგნიდან თუ გარედან შემოსული, სახელმწიფოს წინააღმდეგ მიმართული ნაბიჯია – როგორც კი პროტესტი კანონის ფარგლებს გასცდება, სახელმწიფო იქნება ადეკვატური

ნებისმიერი გამოვლინების მიმართ, რომელიც კანონის ფარგლებს გაცდება, სახელმწიფო იქნება ადეკვატური, მკაცრი და სამართლიანი, – განაცხადა პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარემ, დავით მათიკაშვილმა.
მათიკაშვილი გამოეხმაურა გავრცელებულ ინფორმაციას, რომლის თანახმად, კაპროვანის სანაპიროსთან მიმდინარეობს ტრენინგი, „რომლის თემა ხელისუფლების შეცვლაა“.
დეპუტატის შეფასებით, ამგვარი ნაბიჯები სახელმწიფოს წინააღმდეგ არის მიმართული.
„ისინი ცხადია, საკუთარი მიზნებს ვერ მიაღწევენ. ყველა ის რესურსი, რომლითაც სარგებლობენ რადიკალები, იქნება ეს ქვეყნის შიგნიდან თუ ქვეყნის გარედან შემოსული, ბუნებრივია, რომ სახელმწიფოს წინააღმდეგ მიმართული ნაბიჯია. თუკი ნებისმიერი პროტესტი იქნება კანონის ფარგლებში, ქვეყანა არის დემოკრატიული და ეს გასაგებია. როგორც კი ეს კანონის ფარგლებს გაცდება, სახელმწიფო იქნება ადეკვატური, მკაცრი და სამართლიანი ნებისმიერი ასეთი გამოვლინების მიმართ“, – განაცხადა დავით მათიკაშვილმა.

ასევე დაგაინტერესებთ

ალექსანდრე რაქვიაშვილი დავით ქართველიშვილს: გერბზე ლომები გვიხატია და წმინდა გიორგი, რომელიც ურჩხულს ამარცხებს. მე მომწონს ჩვენი გერბი… თუ მოგწონთ ქართული ოცნების საგარეო პოლიტიკა, ხომ არ მიიჩნევთ, რომ დროა რეფერენდუმი ჩავატაროთ …

ალექსანდრე რაქვიაშვილი მაკა ბოჭორიშვილს: … უკრაინელებს იქეთ ეჩხუბებით, გერმანიის ელჩს ლანძღავთ, ინგლისის ელჩს ლანძღავთ, ამერიკის ელჩი კი არც გვყავს… ვინ არის ჩვენი მეგობარი, ვინც ამ მომენტში დაგვეხმარება? (ვიდეო)