დავით მათიკაშვილი – ყველაზე დიდი ამორალურობაა, როცა უცხოურ ფულსა და უცხოურ დაფინანსებაზე ზის ქართული პოლიტიკა

ქართული სახელმწიფო მაქსიმალურად დაიცავს ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტს და ს ტერიტორია იქნება, ევროკავშირის, ამერიკის თუ ავსტრალიის, არ დაუშვებს იქიდან შემოსულმა თანხებმა ქართულ პოლიტიკასა და ს შედეგებზე ზეგავლენა მოახდინოს, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ დეპუტატმა, დავით მათიკაშვილმა, პარლამენტში, პლენარულ სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
მისივე თქმით, როცა უცხოურ ფულსა და უცხოურ დაფინანსებაზე ზის ქართული პოლიტიკა, ყველაზე დიდი ამორალურობაა.
„არ შემიძლია არ გამოვეხმაურო ამ ერთ ნოტაზე მომღერალ მთელს „ნაციონალურ მოძრაობას“. არ ვიცი, ეს ვინ გირჩიათ როზნერმა თუ პოზნერმა?! თქვენ ვერაფერს უზამთ იმ ფაქტებს, 10 კგ თხილის მოპარვისთვის და რამდენიმე კილო ჯართის მოპარვისთვის არასრულწლოვანებს ციხეში რომ ალპობდით. იმიტომ იპარავდნენ ეს არასრულწლოვანები, რომ ძალიან შიოდათ. რაც შეეხება ჩემს სხვა სათქმელს. მინდა საზოგადოებას ველაპარაკო ფაქტებით და ვაუწყო მოცემულობა, რომელიც დღეს გვაქვს. სამწუხაროდ, მოქმედი კანონმდებლობის დარღვევით, გვერდის ავლით, დღეს მოქმედი რადიკალური ჯგუფები, ე.წ. კოლექტიური „ნაცმოძრაობა“ ფინანსდება უცხოეთიდან შემოსული სახსრებით, იმ ე.წ. ენჯეოების მეშვეობით, რომლებიც ამ პარტიებთან არის შერწყმული, აფილირებული და მათ შორის არ არის განსხვავება. საბოლოო ჯამში, აბსოლუტურად გაუმჭვირვალეა, თუ სად იხარჯება „ენჯეოების“ მხრიდან ეს ფული. იმიტომ არის გაუმჭვირვალე, რომ არ არსებობს საქართველოში „ენჯეოების“ ფინანსების ხარჯვაზე გამჭვირვალობის დამდგენი რეგულაციები. რატომ არ არის ეს რეგულაციები? მ ამას საუკუნის აფიორა რომ უწოდა, ეს იყო სრულიად მართალი. თუ როგორც მიაწებეს ამერიკულ FARA-ს ქართულ შერბილებულ ვარიანტს რუსული კლიშე და ისტერიკებით გამოიწვიეს ამ კანონის კომპრომეტირება, შემდგომ რაც მოხდა, ეს საზოგადოებამ კარგად იცის. მივუბრუნდეთ ჩვენს თემას, „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანების შესახებ“ კანონის 26-ე მუხლის, პირველი „ბ“ პუნქტი გვეუბნება, რომ დაუშვებელია შემოწირულების მიღება საქართველოში ან საქართველოს ფარგლებს გარეთ რეგისტრირებული იურიდიული პირისგან ანდა სხვა გაერთიანებისგან, გარდა ლექციების, სემინარების ან სხვა მსგავსი საჯარო ღონისძიებების უსასყიდლო მოწყობისაო, გვეუბნება კანონი. ამ კანონს წინ უძღოდა ვენეციის კომისიის დასკვნა, სადაც ვენეციის კომისია გვეუბნება, რომ არათუ უცხოეთიდან შემოსული თანხით დაფინანსდეს პოლიტიკა, თვით შიგნით პოლიტიკაში გავმიჯნოთ ერთმანეთისგან დიდი ფულის მოზღვავების პრევენცია და იურიდიულ პირებსაც კი ავუკრძალოთ დაფინანსების განხორციელება, შემოწირულების განხორციელებაო, რაც რეალურად პარლამენტში გაკეთდა. ამ ყველაფრის მიუხედავად, არსებობს, მაგალითად: ს „ახალი“, მასთან არიან აფილირებული „ენჯეოები“, „რეფორმების კვლევის ჯგუფი“ და „მმართველობის მონიტორინგის ცენტრი“; გახარიების პარტიასთან „დემოკრატიის მხარდამჭერი ცენტრი“; „სტრატეგია აღმაშენებელთან“ „ინოვაციების განვითარების ფონდი“; ხაზარაძე -ჯაფარიძეებთან „დემოკრატიის ვირტუალური აკადემია“, ხოშტარიას „დროასთან“ ISFED. ამ ყველაფერს აფინანსებენ უცხოეთიდან შემოსული სახსრებით და ეს არის ყველაზე დიდი ამორალურობა ზოგადად პოლიტიკაში, როცა უცხოურ ფულსა და უცხოურ დაფინანსებაზე ზის ქართული პოლიტიკა. ეს არის ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტის ხელყოფა. კარგად გაიაზრეთ და გაითვალისწინეთ, რომ არ არის ეს მხოლოდ უმრავლესობის და სახელმწიფოს დასაცავი. გარდა იმისა, რომ კანონს არღვევთ და დანაშაულს ჩადიხართ, ამის მიღმა მორალურად უდიდეს ცოდვას ჩადიხართ, რადგან იძლევით საშუალებას, რომ თქვენი ამომრჩევლის ნებაზე უცხოეთიდან მომდინარე სახსრებმა მოახდინონ ზეგავლენა.
კარგად იცოდეთ, რომ ქართული სახელმწიფო მაქსიმალურად დაიცავს ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტს, განსაკუთრებით არჩევნების პროცესში და რუსეთის ტერიტორია იქნება, ევროკავშირის, ამერიკის თუ ავსტრალიის, არ დაუშვებს იქიდან შემოსულმა თანხებმა რაიმე კუთხით ზეგავლენა მოახდინოს ქართულ პოლიტიკასა და არჩევნების შედეგებზე,“ – განაცხადა მათიკაშვილმა.