დავით მათიკაშვილი – ღალატში გაწაფული თანამედროვე ორჯონიკიძეები, მათ შორის გამორჩეულად ზურაბიშვილი ცდილობს, ქვეყანას მაქსიმალური ზიანი მიაყენოს, თუმცა მისი რესურსი ძალიან მწირია და ამას ვერ შეძლებს

ღალატში გაწაფული თანამედროვე ორჯონიკიძეები, მათ შორის გამორჩეულად ზურაბიშვილი ცდილობს, ქვეყანას მაქსიმალური ზიანი მიაყენოს, თუმცა მისი რესურსი არის ძალიან მწირე და ბუნებრივია, ამას ვერ შეძლებს, – ამის შესახებ პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარემ, დავით მათიკაშვილმა განაცხადა, რითაც მიუნხენის უსაფრთხოების ფორუმის ფარგლებში საქართველოს მე-5 პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის განცხადებები შეაფასა.
მისი თქმით, საზოგადოებამ დიდი ხანია, სალომე ზურაბიშვილს პოლიტიკურ სანაგვეზე მიუჩინა ადგილი.
„ზურაბიშვილი და მისი განცხადებები არ იმსახურებენ არანაირ რეპლიკას და პასუხის გაცემას. ეს ადამიანი საერთოდ არის აცდენილი რეალობას. მე არ ვიცი, ის თავს რად თვლის, თუმცა საზოგადოებამ მას დიდი ხანია პოლიტიკურ სანაგვეზე მიუჩინა ადგილი. ღალატში გაწაფული თანამედროვე ორჯონიკიძეები, მათ შორის გამორჩეულად ზურაბიშვილი ცდილობს, რომ ქვეყანას მაქსიმალური ზიანი მიაყენოს, თუმცა მისი რესურსი არის ძალიან მწირე და ბუნებრივია, ის ამას ვერ შეძლებს,“ – განაცხადა მათიკაშვილმა.

ასევე დაგაინტერესებთ

მალგოჟატა გოშევსკა – თბილისს უნდა მოვუწოდოთ, ყველა პოლიტპატიმარი გაათავისუფლოს, რაც შეიძლება სწრაფად, კანონები, რომლებიც ბუნებით რეპრესიულია, გაიწვიოს – ეს ქვეყანა კარგ და ჯანმრთელ მომავალს იმსახურებს, ევროკავშირი ვალდებულია, დაეხმაროს

მარკეტა გრეგოროვა – ევროკავშირმა საბოლოოდ უნდა უპასუხოს გამიზნული სანქციებით პასუხისმგებელ პირებს საქართველოში, არ მადარდებს, თუ წევრი ორი ქვეყანა ბლოკავს, დანარჩენი 25 ქვეყანა? – რა უშლის მათ ხელს?