დავით მათიკაშვილი – ქვეყნის პრეზიდენტად წოდებული ადამიანი, ისევე როგორც რადიკალური ოპოზიცია ქვეყნის ფარგლებს გარედან იმართება და დავალებებს გარედან იღებს

ჩვენ დიდი ხანია ვსაუბრობთ, რომ ქვეყნის პრეზიდენტად წოდებული ადამიანი, ისევე როგორც რადიკალური ოპოზიცია ქვეყნის ფარგლებს გარედან იმართება და დავალებებს გარედან იღებს, – ეს განცხადება მედიასთან უმრავლესობის დეპუტატმა დავით მათიკაშვილმა გააკეთა.
მათიკაშვილის თქმით, „ქართულ ქარტიასთან“ დაკავშირებით ს „წამოცდენა თუ გულახდილი ნათქვამი“ ადასტურებს, რომ „იქცევიან ისე, როგორც მათ ქცევის კონკრეტულ წესს ქვეყნის გარედან პატრონები შეუკვეთავენ“.
„სალომე ზურაბიშვილის განცხადება ზუსტი აღწერაა იმ მოვლენების, რაც ჩვენს რეალობაში ხდება, როცა გარედან შემოსული ინიციატივებით ხდება საკუთარი ქცევების ფორმირება, ხელმოწერა თუ ამაზე უარის თქმა.
არ შეიძლება, ქვეყანა აგენტურის მიერ, საზღვარგარეთიდან მიღებული ინსტრუქციებით იმართებოდეს. ქვეყანა უნდა იმართებოდეს მთავრობის მიერ და ეს ლეგიტიმაცია, რომელიც არჩევნებზე გაიცემა, ვერავის მხრიდან კითხვის ქვეშ ვერ დადგება, რადგან გადაწყვეტილებას ქართული საზოგადოება იღებს და არავინ სხვა“, – განაცხადა დავით მათიკაშვილმა.

ასევე დაგაინტერესებთ

გურამ მაჭარაშვილი ოპოზიციის აქციაზე – დავინახეთ, რომ უფრო მეტი კარავი იყო, ვიდრე კარვებში შემსვლელი ადამიანები – როცა ერთი და იგივე ადამიანი რამდენიმე კარავში შედის, ეს არის „კარუსელი“ და ვის ატყუებენ?!

ცესკო საერთაშორისო ორგანიზაციებს და დიპლომატიურ კორპუსს მოუწოდებს, 16 ნოემბრის სხდომაზე მომხდარი ფაქტი, რა დროსაც გიორგი კალანდარიშვილს შავი საღებავი შეასხეს, უყურადღებოდ არ დატოვონ