დავით მათიკაშვილი: სასამართლოს მიერ თაღლითობაში მხილებული ხაზარაძე და ჯაფარიძე პირდაპირ ეუბნებიან საზოგადოებას – ხელისუფლებაში რომ მოვალთ, რეპრესიებს გავაჩაღებთ

დავით მათიკაშვილი: სასამართლოს მიერ თაღლითობაში მხილებული ხაზარაძე და ჯაფარიძე პირდაპირ ეუბნებიან საზოგადოებას – ხელისუფლებაში რომ მოვალთ, რეპრესიებს გავაჩაღებთ
ჩვენს ქვეყანაში არ არსებობს სხვა ოპოზიცია, გარდა კოლექტიური „ნაციონალური მოძრაობისა“. რა სახითაც არ უნდა დაშალონ ეს „ლეგო“, როგორ კლასტერებადაც არ უნდა გადაანაწილონ, მათი მიზანია როგორმე გადააპარონ 5%-იან ბარიერს ჯგუფებად დაშლილი კოლექტიური „ნაცმოძრაობა“ და შემდგომ ისევ ააწყონ კონსტრუქცია პარლამენტში, – ამის შესახებ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ დავით მათიკაშვილმა „ქრონიკაში“ განაცხადა. მისი თქმით, ამ ძალებს არც საზოგადოების მხარდაჭერა და არც ელექტორალური რესურსი გააჩნიათ.
დეპუტატმა „ლელოს“ პიარკამპანიაზეც ისაუბრა.
„სასაცილოა, სატირალი რომ არ იყოს, მთელი ის კამპანია, რომელსაც მაგალითად „ლელო“ აწარმოებს. სასამართლოს მიერ თაღლითობაში მხილებული ხაზარაძე და ჯაფარიძე როგორ ცდილობენ რევანშიზმის სოუსით კვლავ „ნაციონალური მოძრაობის“ მეთოდები შეახსენონ საზოგადოებას და პირდაპირ ეუბნებიან საზოგადოებას – ხელისუფლებაში რომ მოვალთ, რეპრესიებს გავაჩაღებთ. ბიძინა ივანიშვილს – ვინც ამ ქვეყნის სტაბილურობის გარანტია, რომელმაც ყველაფერი გააკეთა ჩვენი ქვეყნისთვის, უამრავი სიკეთე, უამრავი ქველმოქმედება, როგორც მატერიალური, ასევე პოლიტიკური,- გადასახლებას უპირებენ და პროკურორის მანტიები მოირგეს „ლელოს“ ფსევდოლიდერებმა“, – განაცხადა მათიკაშვილმა.
აცხადებს, რომ მის მიერ წამოწყებული კამპანია ს შესახებ მისი პოლიტიკური გზავნილია. „ლელოს“ ლიდერი აცხადებს, რომ ის მოვა ხელისუფლებაში, ხოლო ბიძინა ივანიშვილი იქნება მოსკოვში.
პარლამენტის თავმჯდომარემ კი სოციალურ ქსელში დაწყებული „ლელოს“ კამპანია შეფარულ მუქარად და შავ კამპანიად შეაფასა.

ასევე დაგაინტერესებთ

ვფიქრობ, არ არსებობს ადამიანი, რომელიც ვერ ხედავს, რომ რადიკალური ოპოზიციის მთავარ სტრატეგიულ ამოცანად რჩება ქვეყანაში ვითარების დესტაბილიზაცია და ხელისუფლებაში რევოლუციური გზით მოსვლა

აშშ-სა და ევროკავშირის ორგანიზაციებმა მხარი უნდა დაუჭირონ საქართველოს სამოქალაქო საზოგადოებას, “უცხოელი აგენტების კანონის” არ შესრულებაში, მათ შორის, ჯარიმების გადახდაში – მაკკეინის ინსტიტუტი