დავით მათიკაშვილი – საინტერესოა ნარატივი, სადაც ურთიერთობების მშვიდობიან ფორმატში ნორმალიზაციასა და უკეთეს რელსებზე დადგომაზეა საუბარი – ეს არის ერთადერთი კონტექსტი, რაც პოზიტიურია და არ შეიძლება სხვაგვარად შეფასდეს

ჩვენთვის საინტერესოა ნარატივი, სადაც ურთიერთობების მშვიდობიან ფორმატში ნორმალიზაციასა და უკეთეს რელსებზე დადგომაზეა საუბარი – ეს არის ერთადერთი კონტექსტი, რაც არის პოზიტიური და არ შეიძლება ის სხვაგვარად შეფასდეს, – ასე უპასუხა “ქართული ოცნების” დეპუტატმა დავით მათიკაშვილმა კითხვას, რატომ შეაფასა “ქართული ოცნების” ხელისუფლებამ “პოზიტიურად” ს საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადება, სადაც ის საქართველოს, აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთს, როგორც „მეზობელ ქვეყნებს“ შორის ურთიერთობების ნორმალიზებაზე საუბრობს.
მათიკაშვილმა აქვე აღნიშნა, რომ „ყველაფერი დანარჩენი, რაც ცხინვალისა და ს ამ სტატუსით მოხსენიებას გულისხმობს, ქართულ მხარეს მის მიმართ შემგუებლობა არა აქვს და ვერც ერთ შემთხვევაში ვერ ექნება“.
„ჩვენთვის პოზიტიურია ის მესიჯი, რომელიც ურთიერთობების მშვიდობიანად ნორმალიზების მცდელობას გულისხმობს, თუკი ეს პროცესი, საბოლოო ჯამში, დეოკუპაციისკენ იქნება მიმართული.
ამ მესიჯზე ჩვენი მხრიდან პირველივე გამოხმაურება იყო ის, რომ ამ ყველაფერს ექნება აზრი, თუკი პარალელურად ის პროცესი დაიწყება, რაც მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნის დეოკუპაციისთვის – ეს არის საოკუპაციო ძალების გაყვანა. სხვა შემთხვევაში, თუ მხოლოდ განცხადებებზეა საუბარი, ის იმ დოზით პოზიტიური ვერ დარჩება, როგორიც შეიძლება იყოს ამ პარალელური ქმედებების დაწყებასთან ერთად“, – განაცხადა დავით მათიკაშვილმა.
რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის ს განცხადებით, მოსკოვი მზადაა დაეხმაროს საქართველოს, „აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთთან ურთიერთობების ნორმალიზების პროცესში“, თუკი თავად „ქვეყნები“ ამით დაინტერესდებიან. ლავროვის თქმით, რუსეთი მზად არის დახმარებისთვის, თუკი იქნება ურთიერთობების ნორმალიზების ინტერესი თავდაუსხმელობის შესახებ შეთანხმებების უზრუნველყოფით.
პარტია “ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა, თბილისის მერმა მ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ საქართველოს ხელისუფლება რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებას პოზიტიურად აფასებს.

ასევე დაგაინტერესებთ