დავით მათიკაშვილი: “რუსი” და “კრემლისტი” რომ ყოფილა იცოდით?! – აბა, რაში აინტერესებს არასამთავრობო ორგანიზაციების დაფინანსების საკითხი?

“რუსი” და “კრემლისტი” რომ ყოფილა იცოდით?! – აბა, რაში აინტერესებს არასამთავრობო ორგანიზაციების დაფინანსების საკითხი?, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, დავით მათიკაშვილი სოციალურ ქსელში წერს და ეხმაურება ილონ მასკის მოსაზრებას, -ის მთავრობის მიერ არასამთავრობო ორგანიზაციების დაფინანსების შემოწმების საკითხზე.

მათიკაშვილის განცხადებით, გამოდის, რომ -ის არჩეული პრეზიდენტის, ს მიერ სამთავრობო ეფექტიანობის დეპარტამენტის ერთ-ერთ ხელმძღვანელად წარდგენილი მასკი “რუსი” და “კრემლისტია”, სხვა შემთხვევაში მას არასამთავრობოების დაფინანსების საკითხი არ დააინტერესებდა.

“ეს მასკი “რუსი” და “კრემლისტი” რომ ყოფილა იცოდით?! აბა, თუ კრემლისტი არ არის და ამერიკამ ს მერე ნიჟნი ნოვგოროდში არ გაიღვიძა, რაში აინტერესებს ილონ მასკს არასამთავრობო ორგანიზაციების დაფინანსების საკითხი??? მორჩა, ყველა კითხვაზე პასუხი “გაცემულია”!

ხუმრობა იქით იყოს და რეალურად, რადიკალების და მათი უცხოელი პატრონების აბსურდს, ტყუილს და მზაკვრობას საზღვარი არ აქვს , სამწუხაროდ, ეს არის უტყუარი ფაქტი!” , – წერს დავით მათიკაშვილი.

ასევე დაგაინტერესებთ

ყაველაშვილი: როგორ შეიძლება, 20 წლის ბიჭი რომ ხარ და 25 წლის ბიჭი, იგივე აზრზე დარჩე, რის გამოც შენ თითქოს პატრიოტი გახდი, რის გამოც რაღაც ღირებულებები გინდოდა შეგექმნა და ამისთვის დაგეცვა შენი პოზიციები, ეს ყველაფერი გაფერმკლდალდა, გადაიხაზა და აღარაფერი აღარ არსებობს და ვიღას ეწინააღმდეგები?