დავით მათიკაშვილი – რადიკალურმა ოპოზიციამ ახალი ამბავი აღმოაჩინა, რომ სპეცსამსახურებში წვრთნებს გადიან – ნურავის ექნება იმედი, რომ ჩვენს ქვეყანაში ანტიკონსტიტუციური და ანტისახელმწიფოებრივი ქმედება დაუსჯელი და უპასუხო დარჩება

რადიკალურმა ოპოზიციამ და მათმა მხარდამჭერებმა ახალი ამბავი აღმოაჩინეს, რომ სპეცსამსახურებსა და ძალოვან სტრუქტურებში წვრთნებს გადიან – ძალოვან სტრუქტურებში წვრთნებს მუდმივად გადიან და ნურავის ექნება იმედი იმისა, რომ ჩვენს ქვეყანაში ანტიკონსტიტუციური და ანტისახელმწიფოებრივი ქმედება დაუსჯელი და უპასუხო დარჩება, – აღნიშნული განცხადება “ქართული ოცნების“ დეპუტატმა დავით მათიკაშვილმა იმ ინფორმაციის თაობაზე დასმული კითხვის პასუხად გააკეთა, რომლის მიხედვით, განსაკუთრებულ საქმეთა დეპარტამენტი ზუგდიდში წვრთნებს გადის, რომლის ფარგლებშიც აქციის დაშლის იმიტაცია ხდება.
მათიკაშვილის თქმით, განსაკუთრებულ საქმეთა დეპარტამენტი, ისევე როგორც მთელი ძალოვანი სტრუქტურა, “არამხოლოდ შემოდგომისთვის, არამედ ნებისმიერი სხვა დროისთვის მუდმივი მზადყოფნის რეჟიმშია იმისთვის, რომ ნებისმიერ ანტიკონსტიტუციურ გამოვლინებას და კრიმინალს სათანადო პასუხი გასცეს.
“რადიკალები ცდილობენ, ეს ყველაფერი მხოლოდ არჩევნებს დაუკავშირონ. იქნება , არჩევნების წინა თუ არჩევნებთან არანაირ კავშირში არმყოფი გარემოება და მოვლენა, როგორიც კი ვინმე, ადამიანების ერთი ან ორი ჯგუფი კონსტიტუციის ჩარჩოებს გასცდება, ბუნებრივია, რომ ის სახელმწიფოსგან სათანადო პასუხს მიიღებს. არაფერი გასაკვირი ამაში არ არის“, – განაცხადა დავით მათიკაშვილმა.

ასევე დაგაინტერესებთ

კახა კალაძე მამუკა მდინარაძის სუს-ის ხელმძღვანელად წარდგენაზე – ის არის კარგი ქართველი კაცი, ჰყავს ძალიან კარგი ოჯახი, არის პატრიოტი – გულწრფელად ვუსურვებ წარმატებას ამ საპასუხისმგებლო თანამდებობაზე