დავით მათიკაშვილი – ნიღბების აკრძალვა საჭიროა, რომ აქციამ მშვიდობიანი ფორმა ბოლომდე შეინარჩუნოს და თუკი ვინმეს ხელი წაუცდება და ჩაიდენს ქმედებას, რაც თუნდაც გუშინ ვიხილეთ, მის მიმართ სისხლის სამართლის საქმის წარმოება იყოს მარტივი და იყოს ამოცნობადი

კარგად დაინახა საზოგადოებამ, რომ ნიღბების ქვეშ შესაძლოა იმალებოდეს ისეთი სახეები, რომელთაც დესტრუქციის, ცეცხლის წაკიდების, კონკრეტული დანაშაულის ჩადენის გარდა არაფერი არ სურთ სხვა აქციაზე, – განუცხადა ჟურნალისტებს საპროცედურო საკითხთა და წესების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ, დავით მათიკაშვილმა.
მისივე თქმით, აქციაზე ნიღბების აკრძალვა საჭიროა, რომ აქციამ მშვიდობიანი ფორმა ბოლომდე შეინარჩუნოს და თუკი ვინმე დანაშაულს ჩაიდენს მარტივად მოხდეს მისი ამოცნობა.
„რეალურად არავინ მშვიდობიანი პროტესტის ინიციატივით ნიღბებით იქ ალბათ არ გადის. პრაქტიკა ამას მეტყველებს განვითარებულ ევროპულ ქვეყნებში, ვიცით ჩვენ გერმანიის მაგალითი. გერმანია არ მიიღებდა ამ გადაწყვეტილებას მისი ძალიან მკაფიო გაანალიზების გარეშე, იმავეს ვაკეთებთ ჩვენც, რადგან ნიღბები ნამდვილად კონტრპროდუქტიულია. ნიღბების აკრძალვა საჭიროა, რომ აქციამ მშვიდობიანი ფორმა ბოლომდე შეინარჩუნოს და თუკი ვინმეს ხელი წაუცდება და მაინც ჩაიდენს ისეთ ქმედებას, რაც ჩვენ თუნდაც გუშინ ვიხილეთ, მის მიმართ სისხლის სამართლის საქმის წარმოება, კონკრეტული პროცესუალური მოქმედებების დაწყება იყოს მარტივი და იყოს ამოცნობადი ეს ადამიანი. ესა და ესაა მხოლოდ, ისევ მართლწესრიგს და ჩვენი საზოგადოების, ჩვენი მოქალაქეების ჯანმრთელობის დაცვას ემსახურება ეს გადაწყვეტილება“, – განაცხადა დავით მათიკაშვილმა.

ასევე დაგაინტერესებთ

გია ვოლსკი – ვენეციის კომისია ჩამოყალიბდა, როგორც ხელკეტი კონკრეტული ქვეყნის მიმართ, რომელთა დაკავშირებითაც თავისი პოლიტიკური შეხედულებები აქვს მარტა კოსს, კაია კალასს ან იუკნევიჩიანეს

გია ვოლსკი – არსებობს მთავარი ნაკარნახევი გეგმა ე.წ. ოპოზიციის მიმართ, რომ საქართველოში ხელისუფლება უნდა შეიცვალოს – დესტაბილიზაციაა პირველი ამოცანა, შემდეგ მარიონეტული ხელისუფლების მოყვანა