დავით მათიკაშვილი – „ნაციონალური მოძრაობის“ რეპუტაციის ამორტიზაციის ხარისხი მაღალია – როგორი წარმატებული “პიარშიკებიც” არ უნდა დაიქირაონ, წარმატება გამორიცხულია

პარტია “ნაციონალური მოძრაობა” თავისი განშტოებებით პიარულად საკუთარი პოზიციების გამოსწორებას ცდილობს, რისი შესაძლებლობაც არ არსებობს – მათი რეპუტაციის ამორტიზაციის ხარისხი იმდენად მაღალია, როგორი წარმატებული “პიარშიკებიც” არ უნდა დაიქირაონ, ეს გამორიცხულია, – ასეთია “ქართული ოცნების” დეპუტატის დავით მათიკაშვილის შეფასება.
როგორც მათიკაშვილმა ამ კონტექსტში აღნიშნა, “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” შემადგენლობაში მოიაზრება პარტია “ლელო”.
“ეს არის ერთი პარტია – მათი შინაარსი და შემადგენელი ნაწილი არის იდენტური. არ ზოგავენ თანხებს იმისთვის, რომ საკუთარი დაზიანებული და გამცვდარი რეპუტაცია რაიმე სახით გამოასწორონ.
მათი რეპუტაციის ამორტიზაციის ხარისხი იმდენად მაღალია, როგორი წარმატებული ე.წ. “პიარშიკების” დაქირავებაც არ უნდა მოხდეს, ეს გამორიცხულია – როგორ შეიძლება მათი ტყუილი, მძიმე წარსული საზოგადოებას პოზიტივად შეასაღო?! ეს სრული აბსურდია და ამას ვერც ერთი მექანიზმებით ვერ შეძლებენ”, – განაცხადა დავით მათიკაშვილმა.

ასევე დაგაინტერესებთ