დავით მათიკაშვილი – მგონი, დროა, ნიანგის ცრემლებით ტირილს მორჩნენ ის პატიმრები, ვინც სამართლიანად არიან დაწესებულებაში იმ დანაშაულებიდან გამომდინარე, რომელმაც გააკვირვა მთლიანად მსოფლიოს საზოგადოება

მგონი, დროა, ნიანგის ცრემლებით ტირილს მორჩნენ ის პატიმრები, ვინც სამართლიანად არიან დაწესებულებაში იმ დანაშაულებიდან გამომდინარე, რომელმაც გააკვირვა მთლიანად მსოფლიოს საზოგადოება, – ამის შესახებ ჟურნალისტებთან საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, დავით მათიკაშვილმა განაცხადა, რითაც ს განცხადებას გამოეხმაურა.
მისი თქმით, თუ სააკაშვილს შეიწყალებს, მან „ძალიან კარგად უნდა გაიგოს, რომ ყველა იმ დანაშაულზე პასუხისმგებელი და ყველა იმ დანაშაულის მონაწილე იქნება, რაც სააკაშვილმა და მისმა რეჟიმმა ჩაიდინა”.
„სრულიად ზედმეტია ის, რასაც აკეთებს დღეს მსჯავრდებული პრეზიდენტი. პროექტი, რომლითაც მზაობა იყო მის მეგობრებში როგორც ქვეყნის შიგნით, ისე გარეთ, დამნაშავე სააკაშვილი გამოეხსნათ ციხიდან, ჩავარდა. საზოგადოებამ კარგად დაინახა ტყუილები, რითაც სააკაშვილი ცდილობდა საკუთარი მდგომარეობის გამართლებას. ეს ყველაფერი ახლა არის ფსკერს ქვემოთ დაშვება და კიდევ ერთხელ მეტყველებს მის განწყობაზე, რომ მოქალაქეთა წინაშე პასუხისმგებლობით კი არ მოეკიდოს მის მიერ ჩადენილ ქმედებებს, არამედ როგორმე დაძვრეს ამ პასუხისმგებლობიდან. ალბათ, მაგ იმედით შემოძვრა ის კონტეინერით ქვეყანაში. რაც შეეხება სალომე ზურაბიშვილს, მან თქვა ერთხელ „არა, არასდროს“ და მე არ მგონია ასე მოხდეს, მაგრამ დღეს თუკი ის შეცვლის ამ გადაწყვეტილებას, ძალიან კარგად უნდა გაიგოს, რომ ყველა იმ დანაშაულზე პასუხისმგებელი და ყველა იმ დანაშაულის მონაწილე იქნება, რაც სააკაშვილმა და მისმა რეჟიმმა ჩაიდინა,”- განაცხადა მათიკაშვილმა.
ინფორმაციისთვის, მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, სალომე ზურაბიშვილს შეუძლია ერთი ხელის მოწერით დაუბრუნოს მის შვილებს მამა და „რაც მთავარია, აღადგინოს საქართველოში პოლიტიკური ბალანსი“.

ასევე დაგაინტერესებთ

კესარია აბრამიძის მკვლელობაში ბრალდებულის ადვოკატი – დაცვის მხარემ გადაწყვეტილების მიღება უშუალოდ მიანდო სასამართლოს, ეს იყო ბრალდებულის პოზიცია – მოცემულ შემთხვევაში, დუმილის უფლებას ვიყენებთ

სალომე სამადაშვილი – ასე მოუმზადებლად ამ საკითხის დადება მაგიდაზე არ იყო მიზანშეწონილი, არ მესმის, რატომ დაიძრა – ვფიქრობ, პრეზიდენტს ჰქონდა უფრო პოზიტიური მოლოდინი, ვიდრე შესაძლებელი იყო ობიექტური ვითარებიდან გამომდინარე