დავით მათიკაშვილი – კარგი იქნება თუ ევროპელი კოლეგები გაიზიარებენ ამერიკულ სულისკვეთებას, დავით კეზერაშვილს იმ სტატუსს მიანიჭებენ, რაც მას ეკუთვნის, გადმოსცემენ საქართველოს და ის აქ სათანადოდ გასამართლდება

კარგი იქნება თუ ჩვენი ევროპელი კოლეგები გაიზიარებენ ამერიკულ სულისკვეთებას, დავით კეზერაშვილს იმ სტატუსს მიანიჭებენ, რაც მას ეკუთვნის, გადმოსცემენ საქართველოს და ის აქ სათანადოდ გასამართლდება ქართული მართლმსაჯულებით, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატმა, დავით მათიკაშვილმა განაცხადა.
როგორც დეპუტატმა აღნიშნა, ცოტა ხნის წინ დიდი ბრიტანეთის სახელმწიფო ტელევიზიის ჟურნალისტური გამოძიებით დადასტურდა, რომ დავით კეზერაშვილი „ევროპელ პენსიონერებს ძარცვავდა და ამ ნაძარცვი ფულით ის რადიკალურ ოპოზიციას და მის გაგრძელება მედიასაშუალებებს აფინანსებს”.
„როგორც ვიცით, -მ დავით კეზერაშვილი თავის ტერიტორიაზე არ შეუვა. უარის მიზეზი ის იყო, რომ კეზერაშვილი მხილებული და ეჭვმიტანილია ფულის გათეთრებასთან დაკავშირებულ საქმეებში. მან თავის გასამართლებლად გასაჩივრების უფლებით ისარგებლა და სასამართლოშიც კი უჩივლა შეერთებულ შტატებს. მისი დანაშაულები უფრო ყოვლისმომცველია, ვიდრე მხოლოდ ფულის გათეთრებაა. ის საქართველოში გასამართლებულია უმძიმესი დანაშაულებისთვის. ასევე, სულ ცოტა ხნის წინ დიდი ბრიტანეთის სახელმწიფო ტელევიზიის ჟურნალისტური გამოძიებით დადასტურდა, რომ კეზერაშვილი ევროპელ პენსიონერებს ძარცვავდა და ამ ნაძარცვი ფულით ის რადიკალურ ოპოზიციას და მის გაგრძელება მედიასაშუალებებს აფინანსებს. კარგი იქნება თუ ჩვენი ევროპელი კოლეგები გაიზიარებენ ამერიკულ სულისკვეთებას, კეზერაშვილს იმ სტატუსს მიანიჭებენ, რაც მას ეკუთვნის, გადმოსცემენ საქართველოს და ის აქ სათანადოდ გასამართლდება ქართული მართლმსაჯულებით”, – განაცხადა დავით მათიკაშვილმა.
ინფორმაციისთვის, ამერიკის შეერთებულმა შტატებმა საქართველოს ყოფილ თავდაცვის მინისტრს, დავით კეზერაშვილს ვიზა არ მისცა. როგორც „რადიო თავისუფლების“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, დავით კეზერაშვილისთვის ვიზის არ მიცემის მიზეზად ფულის გათეთრებაზე ეჭვი წარმოადგენდა.
მათივე ინფორმაციით, უარის მიზეზის დასადგენად კეზერაშვილმა სასამართლო დავა დაიწყო და საჩივარი კოლუმბიის ოლქის რაიონულ სასამართლოში შეიტანა. სარჩელიდან ირკვევა, რომ ვიზის გაცემაზე უარის თქმის საფუძველი აშშ-ს საბაჟო და საზღვრის დაცვის ფედერალური სააგენტოს 2023 წლის პირველი მაისით დათარიღებული დადგენილება გახდა. კონკრეტულად ის მუხლი, რომელზე დაყრდნობითაც, დავით კეზერაშვილს აშშ-ს ვიზა არ მისცეს, ფულის გათეთრებაზე ეჭვს გულისხმობს.

ასევე დაგაინტერესებთ

გიორგი ვაშაძე პრემიერზე – „პერსონა ნონ გრატადაა“ გამოცხადებული, რადგან გააფუჭა საქართველოს ურთიერთობები დასავლეთთან – დავინახავ, პარლამენტში უმცირესობაში რომ დაჯდება ივანიშვილთან ერთად, როგორ იჭიკჭიკებს

TI, ეკა გიგაური, “აირჩიე ევროპა” და მისი დამფუძნებლები ანტიკორუფციულმა “საარჩევნო მიზნების მქონე სუბიექტებად” ცნო – Netgazeti • ანტიკორუფციული ბიურო • ეკა გიგაური • რაჟდენ კუპრაშვილი • Netgazeti.ge