დავით მათიკაშვილი – ერთ მხარეს დგას „ქართული ოცნება“ უწყვეტი პროგრესით, ეკონომიკური განვითარებით, მშვიდობით და მეორე მხარეს პოლიტიკურად სრულიად ამორალური, გაკოტრებული, ამორტიზებული ოპოზიცია

საზოგადოებისთვის მარტივი გასარჩევია ვის უნდა მისცენ ხმა, ერთ მხარეს დგას „ქართული ოცნება“ უწყვეტი პროგრესით, ეკონომიკური განვითარებით, მშვიდობით, საქართველოსთვის ზრუნვისთვის და მეორე მხარეს დგას პოლიტიკურად სრულიად ამორალური, გაკოტრებული, ამორტიზებული ოპოზიცია, რომლის ადგილიც ქართულ პოლიტიკურ ავანსცენაზე არ არის, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატმა, დავით მათიკაშვილმა, პარლამენტში, პლენარულ სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას აღნიშნა.
მისივე თქმით, ოპოზიციის ნაწილი საარჩევნოდ გაერთიანებას ცდილობს, მაგრამ ცოტა უჭირს.
„რადიკალური ოპოზიციის პოლიტიკურ ამორალურობასა და უზნეობას საზღვარი არ აქვს. ეს კრიზისი კოლექტიური „ნაცმოძრაობის“ უდიდეს ნაწილს გუშინ და გუშინწინ არ დასწყებია, რომ არაფერი გავიხსენოთ 2012 წლამდე არსებულ ვითარებაზე. რამდენიმე წლის ისტორიას რომ გადავხედოთ, ისეთ ფაქტებს წავაწყდებით, ადამიანი შეძრწუნდება. ჯერ იყო და ისეთი სიტყვებით ლანძღავდა სალომე ზურაბიშვილს, რომლის წარმოთქმაც კი გეუხერხულება ადამიანს. აქეთ ხაზარაძე-ჯაფარიძე თვალთხარიას ეძახდა გახარიას, ის კი თაღლითად მოიხსენიებდა მათ. დღევანდელი მოცემულობა როგორია საზოგადოებამ კარგად იცის. მათი მედროშე ზურაბიშვილის ფანჩატურში, რომელსაც ომის ქარტია სავსებით სამართლიანად ვუწოდეთ ჩვენ, ეს ძალები ცდილობენ გაერთიანებას. ცოტა უჭირთ, აშკარად ეტყობათ, რომ ქვეყნის ფარგლებს გარედან დავალება აქვთ მიღებული, მაგრამ საკუთარი სამშობლოს წინააღმდეგ უსამშობლო ადამიანები, გარკვეულწილად, გაერთიანებას ახერხებენ. საინტერესოა ის თუ ვინ არის რეალურად მათი მედროშე, ზურაბიშვილი? რომლის „მარგალიტებიც“ კარგად არის ჩვენი საზოგადოებისთვის ცნობილი. ორს გავიხსენებ, ბოლო დროს გადმოფრქვეულს: 1. ეს არის ის სეგრეგაცია, რომლის უფლებაც ზურაბიშვილმა საკუთარ თავს მისცა, როდესაც საქმე ღირსების ორდენებს ეხებოდა. მას ამის არც მორალური უფლება ჰქონდა და პოლიტიკურადაც არანაირი კომპეტენცია გააჩნდა. ის ადამიანები, რომლებმაც საქართველოს გაამარჯვებინეს, მათ დაყოფას შეეცადა და იმის გათვლას თუ ვინ ღირსია ღირსების ორდენის და ვინ არა. 2. ე.წ „მარგალიტია“, როცა დიპლომატიურ კორპუსს დემარშისკენ მოუწოდა. ეს უზნეობისა და ამორალურობის ხაზგასასმელი ფაქტია. რა თქმა უნდა, მას ეს არ გამოუვა და დიპლომატიური კორპუსი, საგარეო საქმეთა სამინისტრო, სახელმწიფო და მთავრობა საკუთარ ადგილას კარგად დგას, თუმცა ეს ს რეალურ სახეს აჩვენებს. რა მძიმეა, როცა ქვეყნის პრეზიდენტი მოქმედებს არა ქვეყნის კონსტიტუციით, არამედ გარედან მიღებული დავალებებით.
ამ ყველაფრის ფონზე არავის უნდა გაუკვირდეს, არც ქვეყნის შიგნით და არც ქვეყნის გარეთ, რომ ამ უზნეობისა და ამორალურობის ჭაობში, სადაც არის რადიკალური ოპოზიცია, არჩევნებში სწორედ ის შედეგი დადგება, რასაც საზოგადოება ისურვებდა. საზოგადოებისთვის მარტივი გასარჩევია ვის უნდა მისცენ ხმა, ერთ მხარეს დგას „ქართული ოცნება“ უწყვეტი პროგრესით, ეკონომიკური განვითარებით, მშვიდობით, საქართველოსთვის ზრუნვისთვის, არა ვიღაცის ინტერესებით, არა სხვა ქვეყნიდან, არამედ ქართული სახელმწიფოს ინტერესებიდან გამომდინარე საქმიანობით და მეორე მხარეს დგას პოლიტიკურად სრულიად ამორალური, გაკოტრებული, ამორტიზებული ოპოზიცია, რომლის ადგილიც ქართულ პოლიტიკურ ავანსცენაზე, რა თქმა უნდა, არ არის და ამ ყველაფერზე პასუხს ისინი ოქტომბერში მიიღებენ“,- განაცხადა მათიკაშვილმა.

ასევე დაგაინტერესებთ

სახალხო დამცველი „უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელ ორგანიზაციათა რეესტრის” წარმოების, საფინანსო დეკლარაციის წარდგენისა და მონიტორინგის წესის“ შესახებ განცხადებას ავრცელებს

ადმინისტრაცია – სალომე ზურაბიშვილმა გერმანიის პრეზიდენტთან ისაუბრა ქვეყანაში შექმნილ წინასაარჩევნო გარემოზე, რომელიც ინსპირირებულია რუსეთისაგან – შტაინმაიერმა იმედი გამოთქვა, რომ საქართველოში პროევროპული ძალები გაიმარჯვებენ