დავით მათიკაშვილი – გვაქვს ერთადერთი გზა, ეს არის ქვეყნის ევროპული ინტეგრაციის და სუვერენიტეტის დაცვა – 29 აპრილის აქცია, ამას კიდევ ერთხელ დაადასტურებს

29 აპრილს დაფიქსირდება საზოგადოების, ჩვენი ქვეყნის მოქალაქეების ნება, საიდანაც ყველა მეორე არის „ქართული ოცნების“ და იმ პოლიტიკის მხარდამჭერი, რომელსაც ჩვენი ქვეყნის ხელისუფლება ახორციელებს, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ დეპუტატმა, დავით მათიკაშვილმა 29 აპრილს ხელისუფლების მიერ დაანონსებულ საერთო სახალხო შეკრებასთან დაკავშირებით ჟურნალისტებს განუცხადა.
მისი თქმით, ეს იქნება კიდევ ერთი დადასტურება იმისა, რომ ქართველი ხალხის ერთადერთი გზა არის ქვეყნის ევროპული ინტეგრაცია.
„ეს იქნება საზოგადოებისთვის კიდევ ერთი დადასტურება იმის, რომ ჩვენ გვაქვს ერთადერთი გზა, ეს არის ქვეყნის ევროპული ინტეგრაციის და სუვერენიტეტის დაცვა“,-განაცხადა მათიკაშვილმა.
მისი განმარტებით, მაქსიმუმი გაკეთდება იმისთვის, რომ აქციაზე ესკალაცია არ მოხდეს.
„ჩვენ მაქსიმუმი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ არანაირი ესკალაცია არ მოხდეს. აბსოლუტურად ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ აქციამ 29 აპრილს მშვიდობიან რეჟიმში ჩაიაროს. ეს იქნება ხალხმრავალი აქცია, რომელიც კიდევ ერთხელ დააფიქსირებს მთელი მსოფლიოს წინაშე ჩვენი ერის ურყევს ნებას ევროინტეგრაციის და სუვერენიტეტის დაცვაზე. პარალელურად, ნებისმიერ ჯგუფებს აქვთ იმის უფლება, რომ საკუთარი აზრი გამოხატონ, თუმცა შსს შესაბამის მითითებებს ახდენს და ამ მითითებებს უნდა დავემორჩილოთ“,-განაცხადა მათიკაშვილმა.

ასევე დაგაინტერესებთ

კახა კალაძე – ოჯახური ღირებულებების კანონთან დაკავშირებით იყენებენ ნაცად გეგმას, ქილიკით და ღლიცინით უნდათ საზოგადოება შეცდომაში შეიყვანონ – არც ამ კანონს და არც გამჭვირვალობის კანონს ვიზალიბერალიზაციასთან კავშირი არ აქვს

კახა კალაძე – ვერავის მოჰყავს მაგალითი, რა გააკეთა „ქართულმა ოცნებამ“ რუსული, მე კი უამრავი მაგალითი შემიძლია მოვიყვანო წინა ხელისუფლების მიერ სახელმწიფო მნიშვნელობის მქონე კომპანიების რუსებზე გასხვისების შესახებ

ლევან ხაბეიშვილი – კობახიძე-მდინარაძემ აიღო პასუხისმგებლობა ბიძინასთან, რომ რიჟვაძის საქმეს მიხედავენ – ელოდებიან მის გაუმჯობესებას, რათა სიცოცხლის სანაცვლოდ შესთავაზონ გარიგება, რომ ყველაფერი დააბრალოს ოპოზიციასა და ოპოზიციურ მედიებს