დავით მათიკაშვილი ახალი არჩევნების მოსამზადებლად საბჭოს შექმნის იდეაზე: ზურაბიშვილის განცხადება რეალობას აცდენილ სისულელეს შეიძლება მივაწეროთ

სალომე ზურაბიშვილის განცხადება რეალობას აცდენილ სისულელეს შეიძლება მივაწეროთ, პარალელური ამბები 1990-იან წლებში გვაქვს ნანახი და რით დასრულდა ეს, საზოგადოებამ ძალიან კარგად იცის, – განაცხადა საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარემ, დავით მათიკაშვილმა.
აცხადებს, რომ შეიქმნება საბჭო, რომლის მანდატიც იქნება ახალი არჩევნების მომზადება.
„მისი ნებისმიერი განცხადება მხოლოდ და მხოლოდ რეალობას აცდენილ სისულელეებს შეიძლება მივაწეროთ. იმიტომ, რომ ჩვენ ეს რაღაცა პარალელური ამბები გვაქვს 1990-იან წლებში ნანახი და რით დასრულდა, ეს საზოგადოებამ ძალიან კარგად იცის. ამ ქალბატონის აყოლას, თვითონ მას და დანარჩენებს კიდევ, არავის არ ვურჩევ იმიტომ, რომ ამ „საბჭოობანას თამაშიდან“ იმ რეალობაში გადასვლას, სადაც უკვე სისხლის სამართლებრივად დასჯად ქმედებებს სჩადიან ცალკეული პირები, ალბათ იქნება მაქსიმუმ ერთი ნაბიჯი“, – განაცხადა მათიკაშვილმა.

ასევე დაგაინტერესებთ

გიორგი ვოლსკი მსოფლიოში მიმდინარე პროცესებზე: გვიკიჟინებენ, რომ საჭიროა უფრო აქტიური პოზიციით გამოსვლა, თუმცა, საქმის ცოდნით, რეალური ანალიზის საფუძველზე გადავწყვიტეთ, რომ ხისტი განცხადებები, მოქმედება არის ის, რაც ქვეყანას დააზიანებს

ნანა კაკაბაძე: ნორმალურ მოქალაქეებში ჩვენ ვგულისხმობთ ხელისუფლების მომხრეებსაც, მის ოპონენტებსაც და ნეიტრალურ ადამიანებსაც, მაგრამ აკაცუკებად ჩამოყალიბებულ მოქალაქეთა განსაკუთრებულ კასტას…

ირაკლი კობახიძე: ჩვენ ყველაზე სწრაფად განვითარებადი და მზარდი ეკონომიკა ვართ, ჩვენი საშუალო ეკონომიკური ზრდა ბოლო 5 წლის განმავლობაში იყო 9.3% – ეს ერთ-ერთი უდიდესი მაჩვენებელია ევროპაში