დავით მათიკაშვილი – ს ტყუილები თუ ქვეცნობიერის სააშკარაოზე გამოტანა, არ არის საინტერესო საკითხი – მიიღეს დავალება, რომ მოხდეს გარკვეული განცალკევება და ამ დავალებას ასრულებენ

ალეკო ელისაშვილის ტყუილები თუ ქვეცნობიერის სააშკარაოზე გამოტანა, არ არის საინტერესო საკითხი – მიიღეს დავალება, რომ მოხდეს გარკვეული განცალკევება, სხვადასხვა რიტორიკით საზოგადოების ინფორმირება და ამ დავალებას ასრულებენ, – ამის შესახებ საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარემ, დავით მათიკაშვილმა განაცხადა, რითაც თვითმმართველობის არჩევნებთან დაკავშირებით „ლელო – ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერის, ს განცხადებებს გამოეხმაურა.
მისი თქმით, საქართველოს წინააღმდეგ უცხოური ძალების სპეცოპერაცია 2020 წლიდან მიმდინარეობს.
„ფაქტია, რომ მთელი ეს პროცესი, განსაკუთრებით, 2022 წლიდან, თუმცა 2020 წლიდანაც შეგვიძლია ცალსახად ვთქვათ, მართლაც იყო ჩვენი სახელმწიფოს წინააღმდეგ უცხოური ძალების სპეცოპერაცია, მაშინ, როდესაც „შარლ მიშელის შეთანხმებით“, პრაქტიკულად, სუვერენიტეტის შემცირების მცდელობა იყო ჩვენს ქვეყანაში, მაშინ, როდესაც იყო აშკარად ტყუილის სიმართლედ გასაღების მცდელობა, პარალელური დათვლის პირობებში 2020 წელს. 2022 წლიდან, ომის დაწყებიდან შემდეგ, უცხოური სპეცოპერაცია და უცხოური აგენტურა ჩვენს ქვეყანაში მოქმედებდა იმისთვის, რომ ხელისუფლება, რომელიც გამოხატავს საზოგადოების სურვილს, დაემხოთ. რევოლუციის არაერთი მცდელობა ჰქონდათ. ალეკო ელისაშვილის ტყუილები თუ ქვეცნობიერის სააშკარაოზე გამოტანა არ არის საინტერესო საკითხი. როცა პოლიტიკური პარტიები სთვის არ ემზადებიან და არჩევნებში მონაწილეობას არ იღებენ, ამ ჭრილში ორი რაღაცაა – ან მათ წარმოდგენა არ აქვთ იმაზე, რას ნიშნავს პოლიტიკა, ან ისინი ასრულებენ გარედან ბრძანებებს.
ჩვენ კარგად ვიცით, რომ სინამდვილეში რადიკალური ოპოზიცია ერთ მთლიან შემადგენელს წარმოადგენს და მათი ეს ცალ-ცალკე პარტიებად დაყოფა იყო დადგმული სცენარი იმისთვის რომ საზოგადოება მოეტყუებინათ. ერთობლივად მოქმედების და ერთი ნარატივით საზოგადოების წინაშე წარდგენის დავალება ჰქონდათ და ამას ასრულებდნენ. დღეს მიიღეს დავალება, რომ მოხდეს გარკვეული განცალკევება, სხვადასხვა რიტორიკით საზოგადოების ინფორმირება და ამ დავალებას ასრულებენ,“ – განაცხადა მათიკაშვილმა.
ცნობისთვის, „ლელო-ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერის, ალეკო ელისაშვილის განცხადებით, ოპოზიციის მიერ ადგილობრივი თვითმმართველობის ს ბოიკოტი რუსული სპეცოპერაცია იყო. როგორც ელისაშვილმა „პალიტრანიუსის“ გადაცემა „360 გრადუსში“ განაცხადა, ოპოზიციამ ვერ მოახერხა, ამომრჩევლის დარწმუნება და რიგი სტრატეგიული შეცდომები დაუშვა. მისი თქმით, არჩევნების ბოიკოტის იდეა მიზანმიმართულად იყო „შემოგდებული“. „შეცდომებს აღიარება სჭირდება, არჩევნების ბოიკოტი შემოგდებული რუსული სპეცოპერაცია იყო – „ქართულ ოცნებას“ ახლაც მუხანათობა აქვს ჩაფიქრებული, არ აგვკრძალავენ, „ნაცმოძრაობისა“ და გვარამიას ხალხი კი ჩვენ დაგვიწყებს ლანძღვას“, – განაცხადა ელისაშვილმა.