დავით მათიკაშვილის სიტყვიერი შეურაცხყოფისთვის 12-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობის შემდეგ, მოქალაქე ალექსანდრე სამხარაძემ იზოლატორი დატოვა

დავით მათიკაშვილის სიტყვიერი შეურაცხყოფისთვის დაკავებულმა მოქალაქემ, ალექსანდრე სამხარაძემ დროებითი მოთავსების იზოლატორი დატოვა.
სამხარაძე იზოლატორიდან 14-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობის შემდეგ გამოვიდა.
მას მეგობრები და ახლობლები სხვადასხვა შეძახილით დახვდნენ.
ცნობისთვის, საპარლამენტო უმრავლესობის წევრისთვის, დავით მათიკაშვილისთვის სიტყვიერი შეურაცხყოფის მიყენებისთვის თბილისის საქალაქო სასამართლომ მოქალაქე ალექსანდრე სამხარაძე ადმინისტრაციულ სამართალდამრღვევად 14 ივნისს ცნო და ამავე დღეს ის სამართალდამცავებმა სახლთან დააკავეს.

ასევე დაგაინტერესებთ

ლევან სამუშია – „ქართული ოცნება“ მშვიდობის ნიღბით შენიღბული ქვეყნის უბედურებაა – მოქალაქეების მიმართ ყველგან ზეწოლაა, თავად კი სახლში ოქროს ზოდებს ინახავენ და ათი ათასობით ხელფასს ინიშნავენ