დავით კოდუა ოპოზიციის მხრიდან საარჩევნო კანონდარღვევის შესაძლო ფაქტებზე განცხადებას ავრცელებს

„ქართული ოცნების“ დელეგატი ზუგდიდის საარჩევნო ოლქში, დავით კოდუა ოპოზიციის მხრიდან საარჩევნო კანონდარღვევის შესაძლო ფაქტებზე განცხადებას ავრცელებს.
„ესეც მორიგი საარჩევნო კანონდარღვევის უხეში ფაქტები ოპოზიციის მხრიდან!
პირველ ფოტოზე ზუგდიდის #67-ე საოლქო საარჩევნო კომისიის წევრი, „ძლიერი საქართველოდან“ – დავით ჩქოტუაა, ის მონაწილეობას იღებდა 20 ოქტომბერს თბილისში გამართულ ოპოზიციური პარტიების აქციაში. ასევე ხაზარაძის კოალიციიდან აქციაში მონაწილეობდა ზედა ეწერის 63-ე საუბნო საარჩევნო კომისიის წევრი ერეკლე გუჯეჯიანი (მეორე ფოტო).
საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია – გამოიკვლიეთ საარჩევნო კანონმდებლობის დარღვევის ეს ფაქტები. აქვე მოვუწოდეთ საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიებს, შეისწავლონ და საკუთარ ანგარიშებში ასახონ ჩვენს მიერ მხილებული საარჩევნო დარღვევები”, – წერს კოდუა და ფოტოებს აქვეყნებს.

ასევე დაგაინტერესებთ

შალვა პაპუაშვილი – თავისუფლება მოვიპოვეთ 33 წლის წინ, მაგრამ დამოუკიდებლობა შევიგრძენით 2022 წლის თებერვალში, როდესაც უნდა მიგვეღო გადაწყვეტილება, რომელიც შეიძლება დინების წინააღმდეგ მიდიოდა, მაგრამ ჩვენი ხალხის ინტერესში იყო

შალვა პაპუაშვილი – ჩვენთან არჩევნებს არ ატარებენ „ენჯეოები“, საელჩოები და უცხოელი დამკვირვებლები, ჩვენთან არჩევნებს ატარებს ცესკო – დამთავრდა ის პერიოდი, როდესაც შეიძლება რაღაცაზე თვალი დაგვეხუჭა