დავით კირთაძე – ჩვენ მოვითხოვეთ, რომ საგარეო საქმეთა სამინისტროს სიები გადმოეგზავნა მისამართების მიხედვით – ვინ, სად იყო რეგისტრირებული, არც ეს მოგვაწოდეს

ჩვენ მოვითხოვეთ, რომ საგარეო საქმეთა სამინისტროს სიები გადმოეგზავნა მისამართების მიხედვით – ვინ, სად იყო რეგისტრირებული. არც ეს მოგვაწოდეს. უბრალოდ, მინდა გითხრათ, რომ „ქართული ოცნების“ მიერ შექმნილ კანონს ამართლებთ, რომლითაც თქვენ აგირჩიეს, – ამის შესახებ „ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის” წარმომადგენელმა დავით კირთაძემ -ში სხდომის მიმდინარეობისას განაცხადა.
ის ცესკო-ს თავმჯდომარეს საზღვარგარეთ მცხოვრები ქართველი ამომრჩევლების ხმის უფლებების შეზღუდვაში სდებს ბრალს.
კალანდარიშვილის რეპლიკაზე, „თუ რა აყვირებდა მას“, კირთაძემ უპასუხა, რომ “ქართული ოცნების“ წევრები ყველას ერთი ენით ესაუბრებიან.
„არ ვყვირი, ნუ გეშინიათ! თუ გეშინიათ, გაქვთ საშუალება, რომ თქვენი ლიდერივით შუშებით შემოიფარგლოთ, იმიტომ რომ თქვენ და „ქართული ოცნების“ წევრები ერთი ენით გვესაუბრებით აქ, კომისიის წევრებს და ზუსტად, ამართლებთ იმედებს, რადგან „ქართულმა ოცნებამ“ ზუსტად იმიტომ შეცვალა კანონი და აგირჩიათ, რომ მათი სურვილების შემსრულებელი ყოფილიყავით”, – განცხადა კირთაძემ.
როგორც „ნაციონალურ მოძრაობაში“ აცხადებენ, ამ დროისთვის საზღვარგარეთ აღრიცხვაზე 66 997 ამომრჩეველია და ეს მაშინ, როცა მხოლოდ 2023 წელს ემიგრაციაში 163 000-ზე მეტი ადამიანი წავიდა.
„ერთიანობა ნაციონალური მოძრაობა“ მოითხოვს, ყველგან, სადაც საქართველოს მოქალაქეებმა უბნების გახსნა მოითხოვეს, დაუყოვნებლივ გაიხსნას, რადგან ყველა მოთხოვნა საქართველოს საარჩევნო კოდექსით დადგენილ მოთხოვნას აკმაყოფილებს. მათივე ცნობით, ასეთი ქალაქებია: ბოსტონი, ლოძი, ტორონტო, ანტვერპენი, მაიამი, შტუტგარტი, ვალენსია, ჰამბურგი, ნეაპოლი და სხვები.
აღნიშნულ ინფორმაციას „ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობა“ ავრცელებს.