დავით კეზერაშვილს ქვეშევრდომები ეახლნენ

„ქრონიკის“ ინფორმაციით, ლარნაკაში დავით კეზერაშვილი ოპოზიციონერ ლიდერებს შეხვდა. არსებული ინფორმაციით, შეხვედრას „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე თინა ბოკუჩავა, გენერალური მდივანი პეტრე ცისკარიშვილი, საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელი , აღმასრულებელი მდივანი დავით კირკიტაძე და პოლიტ-საბჭოს წევრი დიმიტრი ჩიქოვანი ესწრებოდნენ.
შეხვედრაზე განიხილეს „ნაციონალურ მოძრაობაში“ მიმდინარე პროცესები და კეზერაშვილის პოზიციების შესუსტების საკითხები. „ქრონიკის“ ინფორმაციით, კეზერაშვილი სააკაშვილს დაფინანსების შეწყვეტით დაემუქრა. მიზეზი კი, კადრების გადანაცვლებას უკავშირდება. კვიპროსში გამართულ შეხვედრაზე კეზერაშვილმა დააყენა საკითხი, რომ საარჩევნო კამპანია მან აკონტროლოს.
„ქრონიკის“ ინფორმაციით, გიორგი ვაშაძე საარჩევნო შტაბს ფორმალურად უხელმძღვანელებს, ხოლო ფაქტობრივი ხელმძღვანელი დავით კეზერაშვილის ცოლის ძმა, დიმიტრი ჩიქოვანი იქნება. სააკაშვილს თბილისის ორგანიზაციის თავმჯდომარედ სურს. ვანო მერაბიშვილის მოთხოვნით კი, საარჩევნო შტაბის ერთ-ერთი ხელმძღვანელი უნდა გახდეს მისი კადრი დიმიტრი შაშკინი. არსებული ინფორმაციით, თინა ბოკუჩავა კვიპროსზე გამართული შეხვედრიდან ამერიკის შეერთებულ შტატებში გაემგზავრა.
კიდევ ერთი ინფორმაციით, რაც „ნაციონალურ მოძრაობაში“ უკმაყოფილებას იწვევს, ხატია დეკანოიძეს უკავშირდება. ს მხარდაჭერით დეკანოიძე, რომელმაც სკანდალურად დატოვა „ნაციონალური მოძრაობა“, უნდა დაინიშნოს თინა ბოკუჩავას მოადგილედ და პარალელურად, „ნაციონალური მოძრაობის“ ქალთა ორგანიზაციის თავმჯდომარედ.
კვიპროსში გამართული შეხვედრის მონაწილეთაგან თბილისში გიორგი ვაშაძე მეუღლესთან და პეტრე ცისკარიშვილთან ერთად გუშინ დაბრუნდა. ის დასმულმა კითხვებმა გააღიზიანა და გავრცელებულ ინფორმაციას ტყუილი უწოდა.

ასევე დაგაინტერესებთ