ფორმულას დამფუძნებელი დავით კეზერაშვილი რუსეთში “დაუსწრებლად დაპატიმრებას” ეხმაურება და განცხადებას ავრცელებს:
“შევიტყვე ჩემი რუსეთში დაუსწრებლად “დაპატიმრების” ამბავი. ე.წ. “საქმის” დეტალები არც ვიცი და არც აქვს ჩემთვის დიდი მნიშვნელობა, რა შეთხზეს ამჯერად ჩემი დევნისა და დისკრედიტაციისთვის. რა თქმა უნდა, ძალიან კარგად მესმის, რომ რუსეთის დანაშაულებრივი ხელისუფლების და მათი მარიონეტების მტერი ვარ და ასეთად დავრჩები მომავალშიც.
საქართველოს რუსული მთავრობა 12 წელია ცდილობს ჩემ დისკრედიტაციას და განეიტრალებას. აღძრეს არაერთი საქმე საქართველოში. აწარმოეს გაშავების კამპანიები ქვეყნის შიგნით და გარეთ. ახლა, როგორც ჩანს ,,უფროსი ძმაც” მოიხმეს დასახმარებლად. საყურადღებოა, რომ ეს ბოლო ქმედება რუსეთის მხრიდან, საეჭვოდ ემთხვევა ქართული ოცნების მიერ 2008 წლის ომის გამოძიების დაწყების ცნობილ დაანონსებას. შემიძლია დარწმუნებით გითხრათ, რომ ყველა ეს მცდელობა ამაოა.
თავისუფალი სამყარო აუცილებლად გაიმარჯვებს”- აცხადებს კეზერაშვილი.
რუსეთში ფორმულას დამფუძნებელი დავით კეზერაშვილი “დაუსწრებლად დააპატიმრეს”.