„დავით კაკაბაძე & მინანქრის სამკაულები და საათები“ საათების კომპანია Patek Philippe-თან თანამშრომლობას იწყებს

„დავით კაკაბაძე & მინანქრის სამკაულები და საათები“ დაარსებიდან 25 წლის იუბილესა და საათების კომპანია Patek Philippe-თან თანამშრომლობის დაწყებას აღნიშნავს. აღნიშნულთან დაკავშირებით 9 დეკემბერს, სასტუმრო „რადისონ ბლუ ივერიას“ საგამოფენო დარბაზში გაიხსნა დავით (დათი) კაკაბაძის საიუბილეო გამოფენა.
გამოფენაზე წარმოდგენილია საქართველოს ეკლესია-მონასტრებში არსებული ხატები, საეკლესიო ნივთები, საიუველირო ნაკეთობები და მსოფლიოში ცნობილი შვეიცარიული საათების კომპანია Patek Philippe-თან თანამშრომლობით შექმნილი მაგიდის საათი. განსაკუთრებით უნდა აღინიშნოს, რომ გამოფენაზე წარმოდგენილია ხატი – „ღვთისმშობლის წილხვედრი საქართველო“, რომელიც ერთადერთია და შექმნილია ოთხი ურთულესი ტექნიკით – მიკრომოზაიკა, ტიხრული მინანქარი, ჭედურობა და ფილიგრანი. ექსპოზიცია ეძღვნება საქართველოს პატრიარქ -ის აღსაყდრებიდან 45 და დაბადებიდან 90 წლის იუბილეს.
დავით კაკაბაძემ მინანქრისა და ოქრომჭედლობის სახელოსნო 1998 წელს დააარსა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, -ის, ლოცვა-კურთხევით. სახელოსნოში, ძირითადად, იქმნება ქართული ტრადიციული ტიხრული მინანქრითა და ოქრომჭედლობით შემკული საერო და საეკლესიო ნივთები – ხელნაკეთი და მაღალი ტექნოლოგიით შესრულებული. კომპანია აღჭურვილია თანამედროვე ტექნოლოგიებით, არის მულტიფუნქციური და მოიცავს რვა სახელოსნოს.
კომპანია „დავით კაკაბაძე & მინანქრის სამკაულები და საათები“ გამოირჩევა ტიხრული მინანქრის ოსტატური, ურთულესი შესრულებით; მისი ნამუშევრები საქართველოსა და მსოფლიოს ეკლესია-მონასტრებში, მუზეუმებსა და კერძო კოლექციებშია წარმოდგენილი. მათ შორის არის: წმ. ათონის მთა – ივერონი, ვატოპედი, დოქიარი, სიმონო-პეტრა, წმ. კინოტი და სხვა მონასტრები; იერუსალიმის ჯვრის მონასტერი, მაცხოვრის აღდგომის ტაძარი, იერუსალიმის საპატრიარქო; ბეთლემის შობის ტაძარი; საქართველოში სვეტიცხოველი, სამთავრო, სამების საკათედრო ტაძარი, სიონი და სხვ.

ასევე დაგაინტერესებთ

მედია: კოსმოსი, ივანიშვილი და უცხოპლანეტელები – რას ასწავლიან მილიარდერის უნივერსიტეტში – ქალი სტალინის ხატით ხელში საზოგადოებამ ცხრა წლის წინ,  გადაცემა “პროფილიდან” გაიცნო (ვიდეო)

ანდრეი სიბიგა: გააწანით რუსეთს სილა მართლაც მკაცრი სანქციებით და პუტინს სხვა არჩევანი არ ექნება, გარდა იმისა, რომ შეაჩეროს ომი – რუსეთი ვერ მოიქნევს მსოფლიოს, როგორც კუდი ვერ მოიქნევს ძაღლს

ლაშა ფარულავა: ყველასთან ვითანამშრომლებთ, გარდა ივანიშვილისა, ერთიანობა მნიშვნელოვანია, რომ ბრძოლა ფინიშზე გავიდეს – კონკრეტულ პარტიებთან გვაქვს თანხმობა კონკრეტულ სამოქმედო გეგმაზე