დავით ზურაბიშვილი: ყველა სიგიჟის ციტირებას ნუ მომთხოვთ და მოკლე და დაწურული შინაარსი ესაა…

პოლიტიკოსი დავით ზურაბიშვილი:
ყველა სიგიჟის ციტირებას ნუ მომთხოვთ და მოკლე და დაწურული შინაარსი ესაა: ტრამპი კაცი მეგონა და დიფსთეითი ყოფილაო, შათირიშვილმა ანუ ბიძინამ, ეგ 25 ოლიგარქიული ოჯახის მონა ეგაო. კი არ მინდოდა დაჯერება, მაგრამ ისეთი პირი უჩანს, ომში ჩაგვითრევს მალე და მოემზადეთ დიდი უბედურებისთვის, ჩემი იმედი ტყუილად ნუ გექნებათო.
არადა აქამდე მთელი პროპაგანდა იმაზე ჰქონდათ აგებული, რომ ოცნება მშვიდობაა და ყველა სხვა დანარჩენი ომი. ჰოდა, დაბნეული ქოცი რომ იკითხავს, ახლა რა ვქნათ, რა წყალში გადავარდეთო, საინტერესოა რას უპასუხებენ.

ასევე დაგაინტერესებთ

ლორა თორნტონი – რატომ უნდა შეხვდნენ აშშ-ის ლიდერები ხელისუფლებას, რომელმაც შეურაცხყოფა მიაყენა ჩვენს ელჩებს, დაგვადანაშაულა „მეორე ფრონტის“ მცდელობაში და ხელჩაკიდებულია ადამიანებთან, ვინც სკანდირებს „სიკვდილი ამერიკას“?